en
ge

დირექტორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ასოციაცია ჩვენი სახლი
  • დაწყების თარიღი: 14.03.2014
  • ბოლო ვადა: 23.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70813/
ასოციაცია "ჩვენი სახლი - საქართველო", რომელიც ახორციელებს პროექტებს ბავშვზე ზრუნვის სფეროს განვითარების მხარდაჭერისთვის, აცხადებს ვაკანსიას დირექტორის პოზიციაზე.
ფუნქციები:
** ორგანიზაციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების მართვა;
** ორგანიზაციის განვითარების გეგმის შემუშავება და სტრუქტურის დახვეწა;
** ფინანსური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** პარტნიორ და სხვა ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მართვა;
** ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი ფორმით უზრუნველყოფა;
** ახალი პროექტების მოძიება, დაგეგმვა და განხორციელება;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა ორგანიზაციის დამფუძნებლებისთვის.მოთხოვნები:
** არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტების მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება იურიდიული/ეკონომიკური ან სოციალური მეცნიერებების კუთხით (მაგისტრის ხარისხი);
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** ბავშვზე ზრუნვის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულობა.
საჭირო უნარები:
** რთული პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ანალიტიკური უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: associationohg@gmail.com 2014 წლის 23 მარტის ჩათვლით.
წყარო:www.jobs.ge