"National Geographic საქართველო" იწვევს პროფესიონალ და არაპროფესიონალ ფოტოგრაფებს ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
გამარჯვებული ფოტოგრაფებისთვის 27 მარტს, 19:00-ზე ევროპის სახლში გაიმართება ფოტოგამოფენა "საკვების გზა", სადაც ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება "National Geographic"-ის ფოტოები.
ძირითადი მოთხოვნები: თითოეულ ფოტოს უნდა ახლდეს რაიმე ამბავი, ისტორია.
თემატიკა: ნებისმიერი ტიპის საკვების (ხორცეულის, მარცვლეულის, თითოეული პროდუქტის, ინგრედიენტის ან კერძის) მიერ გავლილ ნებისმიერი ტიპის გზა (სოფლიდან ქალაქში, ქვეყნიდან ქვეყანაში, კონტინენტიდან კონტინენტზე, საჭმლის ანთროპოლოგია).
ფოტოები უნდა იყოს ვიზუალურად ეფექტური და ფერადოვანი. სასურველია, არ იყოს დატვირთული სოციალური პრობლემატიკით.
კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭებათ "National Geographic საქართველოს" წევრებს (წევრობის დეტალები იხილეთ მისამართზე: www.natgeo.ge/subs)
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ფოტოები (საჩვენებელი, დაბალი ხარისხით) მისამართზე: info@natgeo.ge 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 293 2171.
წყარო: jobs.ge