en
ge

ტრენინგი პრეზენტაციის უნარებში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 17.03.2014
  • ბოლო ვადა: 01.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/70932/
თუ აპირებთ პრეზენტაციის ჩატარებას, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენ გაქვთ სიტყვის ჩამოყალიბების კარგად გააზრებული სტრუქტურა. მეორე რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ საუბრის მსვლელობის პროცესში უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს სტრუქტურა არის ზუსტი: თქვენ უნდა მოახსენოთ თქვენს მსმენელთა აუდიტორიას არგუმენტის რა სტადიაში ხართ. თუ თქვენ განახორციელებთ ამ ორ საკითხს (და თუ თქვენი პრეზენტაციის ყველა ასპექტი კარგად იქნა ჩამოყალიბებული), მსმენელთა აუდიტორია ნათლად გაიგებს თუ რა თქვით.
"კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი" აცხადებს ტრენინგს პრეზენტაციის უნარებში.
3-4 აპრილი, 2014
განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 1 აპრილი, 17:00
სასწავლო მიზნები:
** პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესება;
** სრუქტურირებული პრეზენტაციის მომზადება;
** სხვის მიერ ჩატარებული პრეზენტაციის შეფასების შესაძლებლობა;
** საკუთარი პრეზენტაციის თვითშეფასების შესაძლებლობა.
კურსის ძირითადი თემები:
** პრეზენტაციისთვის მზადება და სტრუქტურა;
** საუბრის მთლიანი სტრუქტურა;
** შეკითხვების მიღება და პასუხის გაცემა;
** რჩევები წარმატებული პრეზენტატორისთვის;
** გეგმა პრეზენტაციის მოსამზადებლად;
** პრეზენტაციის შეფასების ჩარჩო.
ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი?
მათთვის, ვისაც ხშირად ან პერიოდულად უწევს საზოგადოების წინაშე წარდგენა არასამთავრობო, საზოგადოებრივ ან ბიზნეს სექტორში.
ხელმძღვანელებისთვის, ტრენერებისთვის, შეხვედრების ფასილიტატორებისათვის ან მოდერატორებისათვის, ვისაც სურს დახვეწოს საკუთარი უნარ-ჩვევები, წარმატებულად ჩაატაროს სტრუქტურირებული პრეზენტაცია.
ტრენინგის ყველა მონაწილე მიიღებს CTC -ის კურსზე დასწრების სერტიფიკატს, სამახსოვრო ჯგუფურ ფოტოს და კურსის მონაწილეთა სიას. კურსი 2 დღეს გრძელდება.
CTC -ის მომსახურება ასევე მოიცავს:
** ხელზე გასაცემ მასალებს
**საკითხავ მასალებს
**ორ მცირე ყავის შესვენებას
**შესვენებას სადილზე
ტრენინგის ღირებულება სულ ერთ მონაწილეზე არის 90 ლარი.
ტრენინგზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.ctc.org.ge/calendar/registration
დამატებითი ინფორმაციისათვის ტრენინგისა და CTC -ის სხვა მომსახურებების შესახებ:
დაგვირეკეთ: (+995 32) 20 67 74/ 75
მოგვწერეთ: ctc@ctc.org.ge | tkekelia@ctc.org.ge
მობრძანდით: ოთარ ჩხეიძის 5 (ყოფილი ალ. ყაზბეგის 34,ნაკვეთი 3, თბილისი 0177)
განაცხადი:
CTC იტოვებს უფლებას, რომ შესაბამის ვითარებაში გააუქმოს ან გადაიტანოს ტრენინგი ეფექტურობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უკვე დარეგისტრირებული მონაწილებს შევატყობინეთ ცვლილების შესახებ და ისინი ავტომატურად მიიჩნევიან ჩაწერილად შემდეგ უახლოეს კურსზე, ან თუკი მათ ასეთი ვარიანტი არ აწყობთ - მოხდება მათთვის ტრენინგის გადასახადის სრული ანაზღაურება.
წყარო: jobs.ge