კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) აცხადებს კონკურსს საჭიროებათა კვლევის ჩასატარებლად მარტვილის,სამტრედიის, დმანისისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. საჭიროებათაკვლევა გულისხმობს გამოკითხვის მეთოდს, ფოკუს-ჯგუფებსა და ინტერვიუებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი
(იხ.ფაილი) და გამოგზავნონშემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndaghelishvili@ciesr.org.
თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოკითხულთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს 80–100 ადამიანს; კონკურსის ბიუჯეტი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის შეადგენს 375 ევროს. ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს კვლევის ანგარიშის მომზადება და წარდგენა კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტისთვის.
საჭიროებათა კვლევა ტარდება პროექტის ფარგლებში:„სამოქალაქო აქტორების შესაძლებლობების განვითარება დაბალი სამოქალაქო აქტივობის მქონე მუნიციპალიტეტებში". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ (EU). თანადაფინანსება - ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF).
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 მარტი.
გამარჯვებულ ორგანიზაციებს შედეგები ეცნობებათ 31 მარტამდე.
ხოლო დამატებითი შეკითხვებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროექტის დირექტორს, ნათია დაღელიშვილს ndaghelishvili@ciesr.org.
წყარო: ciesr.org