en
ge

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ალიანტე 2014“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
კონკურსის განხორციელების გეგმა
„ალიანტე” არის 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსია. პროექტის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების საკითხების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. კონკურსი საერთაშორისოა და მასში მონაწილეობენ ახალგაზრდები კანადიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, დანიიდან, საქართველოდან, ლიტვიდან, მაკედონიიდან, მონტენეგროდან, პოლონეთიდან სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, შვედეთიდან და თურქეთიდან.
კონკურსი ალიანტე შედგება რამდენიმე რაუნდისგან:
I რაუნდი შედგება ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან, რომელიც განხორციელდება მხოლოდ ინტერნეტით ვებგვერდზე www.project-aliante.org. კონკურსანტებმა სწორად უნდა გასცენ პასუხი 20 კითხვას არა-უგვიანეს 2014 წლის 6 აპრილისა. ის გუნდები, რომლებიც სწორად გასცემენ პასუხს 15 ან მეტ კითხვას გადადიან მე-2 რაუნდში.
II რაუნდი განათლებაზეა დაფუძნებული, მაგრამ უფრო დეტალური ხასიათისაა და კითხვებზე პასუხის გასაცემად მოითხოვს სათანადო წყაროების მოძიებას. მეორე რაუნდის 35 შეკითხვა მოიცავს ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოგრაფიას, ასევე ნატოს სტრუქტურას და ფუნქციონირებას. მათზე პასუხები ხშირად საკმაოდ ვრცელია, მაგრამ წარმატებულად ჩაითვლება იმ გუნდის პასუხი, ვინც პასუხში ზუსტი არსის გამოხატვას შეძლებს. მე-2 რაუნდი გაიმართება 2014 წლის 7 აპრილიდან 2014 წლის 11 მაისამდე. გაგზავნილ პასუხებს განიხილავენ ეროვნული კოორდინატორები დამოუკიდებელ პროფესიონალ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად. მეორე ტურის შედეგად არჩეული საუკეთესო გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ ფინალში, რომელიც გაიმართება საქართველოში სამხედრო ბაზაზე.
ეროვნულ ფინალი მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ფიზიკურ გამძლეობაში და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვაში.
საერთაშორისო საფინალო რაუნდი ემყარება იმ დავალებების შესრულებას, რომელიც ამოწმებს გუნდური მუშაობის და გუნდის ფიზიკურ და გონებრივ უნარ-ჩვევებს. ფინალური რაუნდი გაიმართება სლოვაკეთში, ლეშტის საწვრთნელ ბაზაზე ივნისის ბოლოს / ივლისის დასაწყიში. ფინალურ რაუნდში თითოეული ქვეყნიდან მონაწილეობას მიიღებს 4 საუკეთესო გუნდი. ფინალური რაუნდი მხოლოდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შემოწმებას არ ეყრდნობა. ამ დროს ასევე მოწმდება ზოგადი განათლება და მკაცრ პირობებში საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის უნარი.
ფინალისტების გამოცხადების შემდეგ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფინალური რაუნდის შესახებ.
ჯგუფები, რომლებიც ალიანტე 2014-ის გამარჯვებულთა გამოცხადების შედეგების თანახმად კონკურსის საუკეთესო ხუთეულში დაამთავრებენ შეჯიბრს, მოიპოვებენ გამარჯვებულთა საგზურს.
საერთაშორისო ფინალში გამარჯვებული 5 საუკეთესო გუნდი გაემგზავრება გერმანიში, იგი გახლავთ NATO-ს უმთავრესი მოკავშირე ძლიერი სამხედრო ძალით და NATO-ს ოპერაციაში მნიშვნელოვანი წილით, ქვეყანაში განთავსებულ მოკავშირე სამხედრო ბაზებთან ერთად. ამდენად, მეტად საინტერესო იქნება ამ ბაზებიდან რამდენიმეს ნახვა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნა, გამარჯვებულები გაიმდიდრებენ ცოდნას ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მოინახულებენ სამხედრო ბაზებს და შეხვდებიან სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს.
პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერები არიან: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სლოვაკეთისა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროები, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიური განყოფილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ტელ: 2 31 17 60
ელ–ფოსტა: geoaliante2014@gmail.com