en
ge

ახალგაზრდების პროფესიონალური განვითარების პროგრამა

ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისათვის" წეროვანში მცხოვრებ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს იწვევს პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი „ახალგაზრდების პროფესიონალური განვითარების პროგრამა" ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიული გამოცდილების შეძენაში. განუვითარებს მათ დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ტრენინგების გავლის შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ზაფხულის განმავლობაში სტაჟირება გაიარონ წეროვანში მოქმედ მცირე საწარმოებში.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ სამოტივაციო წერილი, (გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ლინკზე),სამოტივაციო წერილი ასევე შეგიძლიათ აიღოთ ორგანიზაციის ოფისში, და გამოგვიგზავნოთ მეილზე uketesimomavlisatvis@gmail.com ან მოიტანოთ ჩვენი ორგანიზაციის ოფისში წეროვანი დევნილთა დასახლება ქ11.კოტ15; განაცხადები მიიღება 2014 წლის 7 აპრილამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ +995599 410250 ან მოგვწეროთ uketesimomavlisatvis@gmail.com
პროექტის მხარდამჭერია მშვიდობის კორპუსი
წყარო: უკეთესი მომავლისთვის, ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში