en
ge

დებატები ეკონომიკაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 19.03.2014
  • ბოლო ვადა: 25.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71063/
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცის ორგანიზებით ტარდება დებატები ეკონომიკურ თემებზე.
რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
დებატები წარმოადგენს განათლების მეთოდს, რომელიც ფოკუსირებულია ინტელექტუალურ შეჯიბრზე და ეფუძნება არგუმენტაციის გარკვეულ წესებს. დებატები წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებას დემოკრატიული ღირებულებების სასწავლებლად და გასავრცელებლად, რადგან ის მოიცავს ყოვლისმომცველ არგუმენტირებას, სხვადასხვა შეხედულებებისადმი ტოლერანტობას და უნარჩვევების განვითარებას. დებატების მიზანს არ წამოადგენს "მართალი პასუხის" გამოვლენა, არამედ სხვადასხვა არგუმენტების და აზრების წარმოდგენა განსხვავებული მხარეებიდან. ამასთან არგუმენტს უნდა იყოს დასაბუთებული - არგუმენტის წონა არ განისაზღვრება მაღალი ხმით ან მეტად მისაღები პოზიციით, არამედ ლოგიკით და მტკიცებულებებით. სწორედ ესეთი არგუმენტები ქმნიას კარგ დებატებს.
დებატები ჩატარდება გუნდური პრინციპით, გუნდებად დაყოფა (4 წევრი) მოხდება პირველი შეხვედრის შემდეგ (დებატების ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ შერჩეულ კანიდატებს). დებატების ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატებს (მაგ. საუკეთესო ოპონირებისთვის).
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა შემდეგი პრიზები:
** 200 ლარიანი ვაუჩერი გუნდის თითოეულ წევრს მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად (გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ საეასგან თანადაფინანსებას);
** სეას მიერ 2014 წლის მაისში დაგეგმილ 3-4 დღიან ბიზნესტრენინგებში (დაბა ბაკურიანში) მონაწილეობა.
დებატების შეაფასებს კომპეტენტური ჟიური:
** ალექსი ალექსიშვილი; პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG); გამგეობის თავმჯომარე;
** გიორგი ციმაკურიძე; საპარტნიორო ფონდის ფინასური დეპარტამენტის უფროსი;
** გიორგი ნანობაშვილი; გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); ეკონომიკური გუნდის ლიდერი.
ჩატარების დრო: დებატები ჩატარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდება 2014 წლის 5-6 აპრილს. მეორე, ფინალური ეტაპი ჩატარდება 12 აპრილს.
ჩატარების ადგილი: თბილისი, ორბელიანის ქუჩა 35, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის სათაო ოფისი, ტრენინგ ცენტრი.
ვის შეუძლია დებატების პროგრამაში მონაწილეობა: დებატებში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სტუდენტს. ამასთან, პრიორიტეტი მიენიჭება ეკონომიკური და ბიზნეს პროფილის სტუდენტებს.
მონაწილეობის მიღება: დებატებში მონაწილეობისათვის უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა (შესაბამისი ბმული იხილეთ ორგანიზაციის ვებ-გერდზე: http://www.economists.ge. განაცხადების მიღების შემდეგ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 25 მარტი, 20:00 საათამდე თბილისი დროით.
მონაწილეობის საფასური: დებატებში მონაწილეობა უფასოა.
წყარო: jobs.ge