"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს კონკურსს 30 წამიანი 10 ფერადი ანიმაციური ფილმის დამზადებაზე.
ანიმაციური ფილმების თემა არის ევროინტეგრაციის პოპულარიზაცია საქართველოში.
დაინტერესებულ პირებს და ორგანიზაციებს ვთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი ელ.მისამართზე: eka@tranparency.ge. განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს თქვენი გამოცდილება ამ სფეროში, ნამუშევრების ნიმუშები და მომსახურების ღირებულება.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 31 მარტი.
წყარო: jobs.ge