en
ge

ადვოკატი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 19.03.2014
  • ბოლო ვადა: 25.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71049/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება და კამპანიები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია "ღია საზოგადოების ფონდის"(OSF) მიერ.
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მიზანია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტანციების მიერ დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციას.
პროექტის ამოცანებია: ადგილობრივ სასამართლოების არასწორი პრაქტიკის შეცვლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობის, მნიშვნელოვან საქმეებზე ამიკუს კურიეების დაწერისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საჩივრების მომზადების გზით.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობებია:
** სტრატეგიული სამართალწარმოება კონვენციის მე-6, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების გარშემო.
** მრგვალი მაგიდები;
** ელექტრონული ბიულეტინის გამოცემა;
** პრესრელიზების მომზადება და პრესკონფერენციების გამართვა;
** სტატიების მომზადება
ვაკანტური ადგილი: ადვოკატი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 5 თვე
ხელფასის ოდენობა: 210 აშშ დოლარი ხელზე ექვივალენტი ლარში
დატვირთულობა: 50 %
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
** სტრატეგიულ საქმეთა წარმოება როგორც შიდა დონეზე ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში;
** იურიდიული კონსულტაციების გაწევა;
** პროექტში წარმოებულ საქმეებზე, ისევე როგორც ცალკეულ სამართლებრივ პრობლემებზე სტატიების მომზადება;
** პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობა და პრეზენტაციების მომზადება(პრესკონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრები, მრგვალ მაგიდი, კონფერენციები და სხვა);
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა პროექტის დირექტორისთვის.
** დამქირავებლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიც გამომდინარეობს პროექტის ან/და ორგანიზაციის ინტერესებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ცოდნა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სრულყოფილი ცოდნა;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობა და საქმეთა წარმოების უფლება სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება:
** ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
** ევროსასამართლოში წარსადგენ საქმეებზე მუშაობის გამოცდილება; სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე მუშაობის გამოცდილება;
** კვლევების, ანგარიშების და სხვა ანალიტიკური ნაშრომების მომზადების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 25 მარტისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ "თანამდებობის სახელწოდება". გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო: jobs.ge