en
ge

პროექტის კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • დაწყების თარიღი: 19.03.2014
  • ბოლო ვადა: 25.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71048/
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება და კამპანიები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობისათვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია "ღია საზოგადოების ფონდების"(OSF) მიერ.
პროექტის მოკლე აღწერა:
პროექტის მიზანია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტანციების მიერ დადგენილი სტანდარტების იმპლემენტაციას.
პროექტის ამოცანებია: ადგილობრივ სასამართლოების არასწორი პრაქტიკის შეცვლა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობის, მნიშვნელოვან საქმეებზე ამიკუს კურიეების დაწერისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საჩივრების მომზადების გზით.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობებია:
** სტრატეგიული სამართალწარმოება კონვენციის მე-6, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების გარშემო.
** მრგვალი მაგიდების მოწყობა;
** ელექტრონული ბიულეტინის გამოცემა;
** პრესრელიზების მომზადება და პრესკონფერენციების გამართვა;
** სტატიების მომზადება.
ვაკანტური ადგილი: კოორდინატორი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 5 თვე
ხელფასის ოდენობა: 500 აშშ დოლარი ხელზე ექვივალენტი ლარში
დატვირთულობა: 85 %
სამუშაოს აღწერილობა:
** პროექტით გათვალისწინებული აქტივობების სწორი დაგეგმვა და კონტროლი მის განხორციელებაზე;
** პროექტის თანამშრომელთა შორის დავალებების სწორი განაწილება, ზედამხედველობა და კონტროლი მის შესრულებაზე;
** კონტროლი დაცვის სტრატეგიის შემუშავებაზე პროექტის ფარგლებში წარმოებულ საქმეებთან მიმართებაში;
** პროექტის ბიუჯეტის მართვა და კონტროლი მის შესრულებაზე;
** პროექტის შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აღმასრულებელ დირექტორთან და დონორთან;
** პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობა(პრესკონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგი, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან შეხვედრები და სხვა)
** დამქირავებლის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ან ფრანგული ენის ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ევროსასამართლოში წარსადგენ საქმეებზე მუშაობის გამოცდილება;
** სტრატეგიულ სამართალწარმოებაზე მუშაობის გამოცდილება;
** კვლევისა და მის შედეგად ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** პრეზენტაციების და მოხსენებების მომზადების გამოცდილება;
** დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** პროექტის მენეჯმენტის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV (სადაც მითითებული იქნება სამი პიროვნების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც კანდიდატს გაუწევენ რეკომენდაციას) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: vacancy@article42.ge არაუგვიანეს 2014 წლის 25 მარტისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის ველში მიუთითოთ "თანამდებობის სახელწოდება". გასაუბრებაზე მოიწვევიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გთხოვთ, გასაუბრებაზე წარმოადგინოთ თქვენი დიპლომი და ყველა სერტიფიკატი, რომელიც მითითებულია თქვენს რეზიუმეში.
წყარო: jobs.ge