"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" არის უფლებადამცავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, საერთშორისო სამართლით აღიარებული სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სახელმწიფო პოლიტიკისა და ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ეფექტური სამართალწარმოების, სამიზნე ჯგუფების გაძლიერების, სამოქალაქო მონიტორინგის, კვლევისა და ანალიზის და სამართალშემოქმედებით ინიციატივებში მონაწილეობის გზით.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" USAID-ის მხარდაჭერით იწყებს პროექტს "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე".
პროექტის მოკლე აღწერა:
** მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქალთა შესაძლებლობა მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში მიიღონ მონაწილეობა, წვლილი შეიტანონ და ისარგებლონ ეკონომიკური პროცესებისგან იმგვარად, რომ მათი წვლილი დაფასებული იყოს, პატივს სცემდნენ მათ ღირსებას და შესაძლებელი იყოს ეკონომიკური სარგებლის ობიექტური განაწილება.
** მამაკაცებთან ერთად თანასწორობის პირობებში ქალთა მონაწილეობა ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ქალთა გაძლიერებისთვის და მათთვის შესაძლებლობის მიცემისთვის, თავად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და შეძლონ საზოგადოებაში გავლენის მოხდენა.
** საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს შრომის კოდექსი კრძალავს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციას დასაქმებისას. თუმცა, მნიშვნელოვანი გენდერული უთანასწორობა არსებობს საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისას და სამუშაო პირობებთან მიმართებით.
** პროექტის მიზანია: გენდერული თანასწორობის გაზრდა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წახალისება, სადაც ქალები მონაწილეობენ სამუშაო ადგილებზე მამაკაცებთან თანასწორ პირობებში.
** პროექტის ამოცანებია: 1. გენდერული თანასწორობის წახალისება და გაუმჯობესება სამუშაო ადგილებზე. 2. ქალთა მობილიზება, რათა მოითხოვონ თავიანთი უფლებების თანასწორად განხორციელება სამუშაო ადგილებში 3. დამსაქმებელთა წახალისება, რათა მათ იმოქმედონ არსებული საქართველოს კანონის არადისკრიმინაციული ნორმებით 4. სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერება სამუშაო ადგილას თანასწორობის შესახებ ქალთა უფლების დაცვის მიზნით 5. პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, დამსაქმებლების, დასაქმებულთა, ახალგაზრდობის, საზოგადოების ზოგადად სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
ვაკანტური ადგილი: PR კონსულტანტი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 30 თვე
ხელფასის ოდენობა: 800 ლარი სამუშაოს დაწყების მომენტისათვის
დატვირთულობა: 100
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მედია საშუალებებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნაც);
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
პიროვნული თვისებები:
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი.
სამუშაოს აღწერილობა:
** მარკეტინგის, კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ერთიერთობის სტრატეგიის და შესაბამისი წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** მედიასთან ურთიერთობა;
** პრესკონფერენციების ორგანიზება;
** ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ გამოცემებზე მუშაობა;
** ვებ. გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის გაუმჯობესება და დახვეწა.
** მედია კამპანიების წარმოება;
** კლიპების, ბროშურების, ფლაიერების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
საბუთების მიღების ბოლოო ვადაა 2013 წლის 25 მარტი (17:00სთ).
დაინტერესებულმა პირებმა CV, სამოტივაციო წერილი, საკუთარი ავტორობით შედგნილი სტატია, სიუჟეტი ან სხვა ნამუშევარი და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: vacancy@article42.ge
წყარო: jobs.ge