en
ge

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: CIESR
  • დაწყების თარიღი: 19.03.2014
  • ბოლო ვადა: 20.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71074/
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი (CIESR) გთავაზობთ ინტენსიურ სერთიფიცირებულ ტრენინგ კურსს ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო, საფინანსო-საბიუჯეტო და მენეჯმენტის საკითხებში. 2014 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი". გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია იმ სიახლეების გაცნობა მსმენელებისთვის, რომელიც აღნიშნული კოდექსით არის გათვალისწინებული.
კურსს წარუძღვებიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში:
** თემურ თორდინავა;
** მიხეილ ძაგანია;
** ოთარ კიკვაძე.
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია ადგილობრივ თვითმმართველობებში მომუშავე და თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის მსურველი პირებისთვის; ასევე, კურსის გავლა შეუძლიათ სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
ტრენინგ-კურსის შესახებ:
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენებას. ტრენინგის პროცესი იქნება ინტერაქტიული, ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაზე ორიენტირებული. მსმენელები გაივლიან ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო, საფინანსო-საბიუჯეტო და მენეჯმენტის საკითხებს.
ტრენინგ-კურსის ღირებულება: 350 (სამასორმოცდაათი) ლარი. ორგანიზაციებისა და კორპორაციული კლიენტებისათვის გათვალისწინებული იქნება საშეღავათო პირობები.
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: 24 აკად. საათი (ტრენინგები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ).
ტრენინგების ჩატარების დრო: საღამოს 18:30 საათიდან 21:00 საათამდე.
ტრენინგების ჩატარების დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი; ან ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა CIESR-ის ორენოვანი სერთიფიკატი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 20 აპრილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ პერსონალური ინფორმაცია (CV-ის ფორმატში) ელექტრონულ მისამართზე: training.ciesr@gmail.com ან დაგვიკავშირდით:
კავკასიის ეკონომიკური სოციალური კვლევითი ინსტიტუტი - CIESR
მისამართი: თბილისი, ირ. აბაშიძის 43 (კავსაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე)
საკონტაქტო პირი: მარიამ ბიწაძე
მობილური: 558 55 33 76
ელფოსტა: training.ciesr@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.ciesr.org
წყარო:jobs.ge