en
ge

სასწავლო კურსი სტაჟირებით

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი
  • დაწყების თარიღი: 20.03.2014
  • ბოლო ვადა: 19.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71095/
დამწყებ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მედია სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მსურველებს "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი" გთავაზობთ სასწავლო კურსს სტაჟირებით.
სასწავლო კურსი შედგება 3 მოდულისგან:
I მოდული: ნიუსის აგება, როგორ მოვიპოვოთ ინფორმაციები, როგორ ავაწყოთ ნიუსი, სტატიისა და რეპორტაჟის სტრუქტურა.
სოციალური პრობლემების გაშუქება მედიაში - 24 აკადემიური საათი.
II მოდული:
** ბლოგინგი და სოციალური მედია - 8 აკადემიური საათი.
** Photoshop - 8 აკადემიური საათი.
** ფოტოჟურნალისტიკა - 8 აკადემიური საათი.
III მოდული:
** მონტაჟის ძირითადი პრინციპების შესწავლა სიუჟეტის ასაწყობად - 8 აკადემიური საათი
** ეკოჟურნალისტიკა - 4 აკადემიური საათი + რეგიონში გასვლა ეკოლოგიურად მწვავე კერებზე.
სტაჟირება:
** საინფორმაციო ინტერნეტ პორტალზე სტაჟირება პირველივე თვიდან;
** სტაჟიორებს ეყოლებათ საკუთარი კურატორი;
** ყველა ლექციის შემდეგ სტაჟიორი მოამზადებს დამატებით სტატიას შერჩეული საგნის მიხედვით;
** ყველა სტაჟიორს ექნება მედია საშუალების ბეჯი, რომლითაც დაესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს გასაშუქებლად;
** მათ, ვინც სრულად გაივლიან სამთვიან სასწავლო კურსს და სტაჟირებას, დამადასტურებელი საბუთის გარდა, გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რომელიც დაეხმარება სამსახურის მოძებნაში.
სასწავლო კურსისა და სტაჟირების საფასური შეადგენს 439 ლარს. სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე, ეტაპობრივად. პროგრამის შედგენისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაზრის მოთხოვნა და სტუდენტების დღის განრიგი.
მსურველემა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 598 10 94 77. სტაჟიორების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.
წყარო: jobs.ge