en
ge

კონკურსი ასოცირების ხელშეკრულების გზამკვლევის მომზადებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: NIMD
  • დაწყების თარიღი: 21.03.2014
  • ბოლო ვადა: 30.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71159/
"ნიდერლადების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი" აცხადებას კონკურსს გზამკვლევის მოსამზადებლად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ.
გზამკვლევის მიზანია შემჭიდროვებულ ფორმატში, ქართულ ენაზე განმარტოს აღმოსავლეთ პარტნიორობის შინაარსი და მისი განვითარების ისტორია. გზამკვლევმა დაინტერესებული მკითხველისთვის გასაგებად უნდა გადმოსცეს ევროკავშირის და საქართველოს მიერ ასოცირების თაობაზე პარაფირებული ხელშეკრულების ძირითადი შემადგენელი კომპონენტები და ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების შემდეგ მოსალოდნელი შედეგები ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობების, კანონის უზენაესობის, გარემოს დაცვის, მეცნიერების, განათლების, ინტელექტუალური საკუთრების, ვაჭრობის, ადამიანის უფლებების, ადამიანების გადაადგილების, დემოკრატიული მმართველობის, სოციალური დაცვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
გზამკვლევი გამოიცემა საჯარო მოხმარებისთვის და გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
შერჩეულმა ავტორებმა აღნიშნული გზამკვლევი უნდა მოამზადონ ორი თვის ვადაში, არაუგვიანეს 31 მაისისა.
კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ უმაღლესი განათლება პოლიტიკურ მეცნიერებებში, სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ ენას და ჰქონდეთ ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება. პუბლიკაციების, ანალიტიკური ნაშრომების და მსგავს თემებზე აკადემიური და პროფესიული ლიტერატურის ავტორობა დამატებითი უპირატესობაა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე, ნაშრომების ჩამონათვალი და ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი მისამართზე: contact@nimd.ge არაუგვიანეს 2014 წლის 30 მარტისა. სათაურის ველში მიუთითეთ "გზამკვლევი".
დამატებითი ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით:
"ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი"
ზანდუკელის 5, თბილისი 0108
ტელ: 00995 32 2982456
ელფოსტა: contact@nimd.ge
წყარო: jobs.ge