ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გთავაზობთ 3-თვიანი სტაჟირების გავლას.
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ფონდში სტაჟირების გავლას. პრაქტიკანტს საშუალება მიეცემა, გაეცნოს პოლიტიკური ფონდის მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს და, ასევე, ადმინისტრაციულ და დაგეგმარების პროცესებს. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, იმუშაონ მულტიკულტურულ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. მათი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე პრაქტიკანტებს საშუალება მიეცემათ, იმუშაონ მათ პრაქტიკულ ინტერესებთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებზე.
პრაქტიკანტს ძირითადად ევალება:
** დამოუკიდებლად შეასრულოს ღონისძიებების (სემინარები, კონფერენციები და სხვ.) მომზადებასთან დაკავშირებული მოვალეობები;
** ფონდის მნიშვნელოვანი აქტივობებისთვის საჭირო თემატური საკითხების კვლევა;
** მონაწილეობის მიღება ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესში;
** ფონდის სასტიპენდიო პროგრამის საორგანიზაციო საკითხებში წვლილის შეტანა.
** პრაქტიკანტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ/გერმანულ ენას და აგრეთვე ქართულს ან რუსულს. სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს SPSS-ის (Statistical Package for the Social Sciences) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
პრაქტიკის მისაღებად ფონდს განსაზღვრული აქვს პერიოდი 2014 წლის აპრილიდან - ივნისის ან მაისიდან - ივლისის ჩათვლით. ფონდი არ გასცემს თანხებს სამგზავრო და საცხოვრებელი ხარჯების ასანაზღაურებლად, თუმცა შესაძლოა გათვალისწინებული იყოს ჰონორარი კონკრეტული დამატებითი მოვალეობის შესრულებისთვის. აუცილებელია, პრაქტიკანტი იზიარებდეს ფონდის ძირითად ღირებულებებს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე info@ge.boell.org 2014 წლის 31 მარტამდე.
წყარო:jobs.ge