en
ge

კონკურსი საგამომცემლო და პოლიგრაფიულ მომსახურებაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • დაწყების თარიღი: 24.03.2014
  • ბოლო ვადა: 04.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71227/
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ატარებს კონკურსს საგამომცემლო და პოლიგრაფიულ მომსახურებაზე სასურველ მომწოდებელთა შესარჩევად 2014-2015 წლებისათვის (ბროშურები, ბუკლეტები, პოსტერები, წიგნები).
საკონკურსო პირობები:
ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები:
** ზოგადი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (საქმიანობის სფერო, ორგანიზაციის დასახელება, იურიდიული მისამართი, დაფუძნების თარიღი, დასაქმებულთა რაოდენობა);
** ორგანიზაციის სამუშაო გამოცდილება და მისი კონტრაქტორები;
** უცილებელია ნაბეჭდი პროდუქციის ნიმუშების, ორგანიზაციის ტექნიკური და მატერიალური რესურსების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.
ფინანსური მოთხოვნა: შემოთავაზებული მომსახურების ფასთა ნუსხა (პრაის ლისტი).
დამატებითი მოთხოვნები:
** კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე დაინტერესებული ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ მათი მომსახურების პირობები, მ.შ. ინფორმაცია ფასდაკლებებისა და სხვა ტიპის შეღავათების შესახებ.
** თანხა განსაზღვრული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება:
დაინტერსების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელეფონზე: 225 0463
ელ. ფოსტით: gogi@osgf.ge
საკონტაქტო პირი: გოგი მელითაური
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 4 აპრილის 18 საათამდე, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10.
საკონკურსო წინადადებები განხილული იქნება ფონდის შიდა შესარჩევი კომისიის მიერ.
წყარო: jobs.ge