en
ge

ოლიმპიადა „ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისათვის“

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.04.2014
  • ბმული: https://www.facebook.com/gylakutaisi/posts/611375782280706
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი
ატარებს ოლიმპიადას
„ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის".
ოლიმპიადა მიზნად ისახავს არჩევნების და საარჩევნო სამართლის პოპულარიზაციას სტუდენტებს შორის; საარჩევნო სამართლის სფეროში ცოდნის გაღრმავებას; აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლებას; სტუდენტებისთვის საარჩევნო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობასა და ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას და საარჩევნო დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებების პოპულარიზაციას.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული, ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტების, ან მაგისტრანტებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს.
ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის აუცილებელია სამკაციანი გუნდების რეგისტრაცია 2014 წლის 05 აპრილამდე საია-ს ქუთაისის ფილიალის ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11.
• ოლიმპიადა ჩატარდება შესარჩევ და ფინალურ ეტაპებად.
• გუნდებს, რომლებმაც გამოხატეს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი და აკმაყოფილებენ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის დადგენილ პირობებს, ოლიმპიადის ორგანიზატორი გადასცემს (ელ.ფოსტით საშუალებით უგზავნის) სამართლებრივ კაზუსს, რომლის საფუძველზეც გუნდები ამზადებენ ადმინისტრაციულ სარჩელს და სარჩელზე შესაგებელს;
• გუნდების მიერ მომზადებული სარჩელისა და შესაგებელის საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფი შეარჩევს ექვს საუკეთესო გუნდს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ პროცესებში;
• შერჩეული გუნდებისგან წილისყრით გამოვლინდება ორი მოსარჩელე გუნდი, ორი მოპასუხე გუნდი და ორი სასამართლო გუნდი;
• ფინალური ეტაპი შედგება შესარჩევი და ფინალური რაუნდებისგან.
ა) შესარჩევ რაუნდზე გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მოსარჩელე და მოპასუხე გუნდები სიმულაციების ფორმით ზეპირად წარმოადგენენ პოზიციებს მიღებული კაზუსის ირგვლივ.
ბ) შესარჩევი რაუნდის საფუძველზე, ჟიური შეარჩევს სამ საუკეთესო გუნდს.
გ) ოლიმპიადის ბოლო დღეს იმართება ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებს სამი საუკეთესო გუნდი. ფინალის მეშვეობით ვლინდება ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდის ვინაობა.
სტუდენტებს შეაფასებს საარჩევნო საკითხების სპეციალისტებით შემდგარი ჟიური. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტებისათვის დაწესებულია ჯილდოები.
საკონტაქტო პირი
ხათუნა ტურაბელიძე
მის. ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11
მობ. 514073533
ელ.ფოსტა: xatunaturabelidze@yahoo.com
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი.(Gyla Kutaisi), ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში.