en
ge

პროექტის ასისტენტი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  • დაწყების თარიღი: 24.03.2014
  • ბოლო ვადა: 31.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71254/
არასამთავრობო ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" გლობალური ფონდის პროექტის "ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება აივ/შიდსზე პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის თანამდებობაზე.
პროექტის მიზანი: აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის.
ქსელი წარმართავს ზიანის შემცირების პროგრამებს ქვეყნის 14 ცენტრში, 11 ქალაქში (თბილისში (4 ცენტრი), რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და სოხუმი); უზრუნველყოფს აივ/შიდსის პრევენციის პროგრამებით ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების გარკვეული ნაწილის მოცვას სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის სტერილური საინექციო აღჭურვილობით, კონდომებით, საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალებით, პრეპარატი "ნალოქსონით" ზედოზირების პრევენციის მიზნით. ქსელის სერვის ცენტრები მომხმარებლებს სთავაზობენ ტესტირებას აივ ინფექციაზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე.
გარდა ხსენებული დაბალზღურბლოვანი პროგრამებისა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს საადვოკაციო პროგრამებს, რომლებიც ემყარება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს.
სამუშაო აღწერილობა:
პროექტის ასისტენტი ითავსებს რა ოფისის მენეჯერის ძირითად ფუნქციებს, მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამულ დირექტორთან და კოორდინატორთან და ახორციელებს შემდეგ სამუშაოს:
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება;
** მონაწილეობა შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზებაში, შესაბამისი ოქმების მომზადება;
** გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის დაფაილება;
** საქმიანი კორესპონდენციის მართვა და უზრუნველყოფა
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მუშაობის ხარისხის კონტროლის მიზნით დაგეგმილ მონიტორინგებში პროგრამის კოორდინატორისა და მონაცემთა ხარისხის მართვის კოორდინატორისათვის საჭიროების შემთხვევაში დახმარების გაწევა;
** ადგილზე მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციებში არსებული სამუშაო ფორმების, პროგრამული დოკუმენტაციის შემოწმების პროცესში ჩართულობა;
** მოთხოვნის შემთხვევაში, სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი, მონაცემთა ბაზების და შინაარსობრივი ანგარიშების დამუშავება პროგრამის კოორდინატორისა და მონაცემთა ხარისხის მართვის სპეციალისტთან ერთად;
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტექნიკური დახმარების აღმოჩენა;
** სხვადასხვა საოფისე ადმინისტრაციული საკითხების მართვა და კონტროლი;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციური ურთიერთობა;
** დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ და რუსულ ენებზე და პირიქით;
** ხელმძღვანელობისგან დაკისრებული სხვა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო განათლება);
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (სასურველია აივ/შიდსის პრევენციის სფეროში);
** ტრენინგების ორგანიზების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
ხელფასის ოდენობა: 1 170 ლარი (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და მოტივაციის წერილი 2014 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: echkhetia@hrn.ge
ორგანიზაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წყარო: jobs.ge