დამწყებ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მედია სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ან დასაქმების მსურველებს "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი" გთავაზობთ 2 თვიანი მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის პარალელურადაც თქვენ თავად შეარჩევთ ხვადასხვა სასწავლო პროგრამას სტაჟირებით.
პროგრამის უნიკალურობა:
1. ინტენსიური სტაჟირების (ყოველდღიური) ფორმა;
2. სტაჟიორებს ეყოლებათ საკუთარი კურატორი.
3. ყველა ლექცის შემდეგ სტაჟიორი მოამზადებს დამატებით სტატიას შერჩეული საგნის მიხედვით.
4. ყველა სტატია გამოქვეყნდება საინფორმაციო ინტერნეტ პორტალზე
5. სტაჟირების მე-2 თვეს სტუდენტები ისწავლიან სიღრმისეული მასალის კეთებას.
6. ყველა სტაჟიორს ექნება მედია საშუალების ბეჯი, რომლითაც დაესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს გასაშუქებლად.
7. სტაჟიორებს გადაეცემათ სასწავლო მასალა.
8. მათ, ვინც სრულად გაივლიან ორთვიან სტაჟირებას, დამადასტურებელი საბუთის გარდა, გადაეცემათ სარეკომენდაციო წერილი, რომელიც დაეხმარება სამსახურის ძიებისას.
9. ყველაზე წარმატებული სტუდენტები სტაჟირების დასრულებისას მიიღებენ პირველ ჰონორარს.
"სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის" სტაჟირების პროგრამის უნიკალურობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: 2 თვიან სტაჟირებასთან ერთად თქვენ შესაძლებლობა გაქვთ 9 სასწავლო პროგრამიდან აირჩიოთ ის მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, თანაც თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად:
1. მედიაში სოციალური პრობლემების გაშუქება - 150 ლარი;
2. რადიოჟურნალისტიკა - 150 ლარი (რადიოში პრაქტიკის ჩათვლით);
3. ფოტოგრაფია - 200 ლარი;
4. ფოტოჟურნალისტიკა - 150 ლარი;
5. ანიმაციის კურსი- 150 ლარი
6. ვიდეო და აუდიო მონტაჟი - 200 ლარი;
7. ტურიზმი და ეკოჟურნალისტიკა - 150 ლარი (რეგიონში თვეში ერთხელ საველე გასვლით);
8. მედიასთან კომუნიკაცია - 150 ლარი;
9. ახალი მედია - 150 ლარი;
10. მხოლოდ სტაჟირების შერჩევის შემთხვევაში სტაჟირება + ფოტოშოფის 8 გაკვეთილი - 150 ლარი.
პროგრამის შედგენისას ჩვენ გავითვალისწინეთ ბაზრის მოთხოვნა და სტუდენტების დღის განრიგი. სტაჟიორი თავად შეადგენს ლექციების ჩატარების სიხშირესა და სტაჟირების განრიგს.
სწავლის საფასურის დაფარვა შესაძლებელია როგორც ერთიანად, ასევე, ნაწილ-ნაწილ.
ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
ტრეინინგების დროს გათვალისწინებულია ყავაზე შესვენებაც.
მსურველემა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: cjcvacansy@gmail.com;
თუ სტაჟირების გარდა რომელიმე საგნის გავლაც გსურთ, სათაურში მიუთითეთ შერჩეული საგანი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995 598)10 94 77
სტაჟიორების შერჩევა მოხდება გასაუბრებით.
წყარო: media.ge