en
ge

ახალგაზრდული გაცვლით პროგრამას სომხეთში

"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას სომხეთში.
პერიოდი: 26 მაისი - 02 ივნისი 2014
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
**ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
**ფოტოგრაფია
** ევროპული მოქალაქეობა
**ახალგაზრდების ჩართულობა
** ინტერკულტურული საღამოები
**ევროპული იდენტობა
** კომუნიკაცია
პროგრამის ღირებულება შეადგენს 150 ევროს.
ღირებულება მოიცავს:
** პროგრამაში მონაწილეობას
** სასტუმროს ხარჯებს(იხილეთ სასტუმრო ლინკზე http://www.jermukmoscow.com/ )
** სამჯერად კვებას
** ექსკურსიას
** მგზავრობის ხარჯს (ორივე გზა)
** საერთაშორისო სერტიფიკატს
პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, შოტლანდია, ესპანეთი, სომხეთი,იტალია, თურქეთი,მოლდოვა.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-25 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც ფლობენ საკომუნიკაციო დონეზე ინგლისურ ენას
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 აპრილი 2014.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლისხეივანიმე-9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით) ან დაგვიკავშირდით
ტელ: 570 104 104 555 355119;
web page: http://www.newuni.edu.ge/index.php?lang=en
facebook page: https://www.facebook.com/pages/European-Youth-Organization/235368819974883?fref=ts