"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი" გიწვევთ ახალგაზრდულ საზაფხულო სკოლებში პრაღაში, ჩეხეთი.
საზაფხულო სკოლები განკუთვნილია დაინტერესებული, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, მოისმინონ ლექციები მსოფლიოს წამყვანი ტრენერებისგან, გაატარონ დაუვიწყარი დრო თანატოლებთან ერთად პრაღაში და ასევე გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნის დონე.
საზაფხულო სკოლა მოიცავს პერიოდს 5-12 ივლისი.
რეგისტრაციის ვადა: 08 აპრილი, 2014 წ.
საზაფხულო სკოლებში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს.
საზაფხულო სკოლების თემატიკა (არჩევითია):
1. საზაფხულო სკოლა თემაზე "ევროპული პოლიტიკა"
2. საზაფხულო სკოლა: " სისხლის სამართალსა და ფსიქოლოგიაში"
3. საზაფხულო სკოლა თემაზე " გლობალიზაცია"
4. საზაფხულო სკოლა თემაზე "ეკონომიკა და ფსიქოლოგია"
5. საზაფხულო სკოლა თემაზე "თანამშრომლობის განვითარების ახალი ეტაპები"
6. საზაფხულო სკოლა თემაზე "ევროპის მომავალი და გაფართოების საკითხები"
7. საზაფხულო სკოლა თემაზე "ჩინეთი მსოფლიო სუპერსახელმწიფო - მითი თუ რეალობა?"
პროგრამის ღირებულებაა 750 ევრო + ბილეთი (საშუალოდ ფასი შეადგენს 300 ევროს).
ღირებულებაში შედის: სასწავლო მასალა, სასტუმრო, ორჯერადი კვება, (საუზმე და სადილი), ასევე კულტურული და სპეციალური ღონისძიებები, კომპიუტერული უზრუნველყოფა.
სოციალურ-კულტურული ღონისძიებები - ტურისტული ტური პრაღაში, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება. ჩეხეთის სახელმწიფო ორკესტრის კონცერტზე დასწრება, სპეციალური სადილები და შეკრებები. სტუდენტებს მიეცემათ ინტერაქციის და სოციალიზაციის საშუალება. ტური ასევე მოიცავს ტრადიციულ ჩეხური სადილს და სანაოსნო ტურს.
ზაფხულის სკოლის ორგანიზატორები არიან: პრაღის ზაფხულის სკოლა, საჯარო პოლიტიკის ცენტრი და ევროპული და ეროვნული სტრატეგიების ინსტიტუტი.
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: ევროპის აკადემიური ცენტრის გაცვლითი პროგრამები.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, 2014 წლის 08 აპრილამდე შეავსეთ და გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა: http://goo.gl/PfqisK ან გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (მიუთითეთ პროგრამის დასახელება განაცხადში).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777
დაალაიქეთ სრული ინფორმაციისათვის მისაღებად: http://goo.gl/Ceu9iX
გაეცანით ბიზნეს და სამართლის ტრენინგებს, მოიწონეთ და მიიღეთ ყოველდღიური სიახლეები:
** ევროპის აკადემიური ცენტრი
** გაცვლითი პროგრამები/სწავლა საზღვარგარეთ
** სასკოლო სასერტიფიკატო პროგრამები
ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
წყარო: jobs.ge