en
ge

ვორქშოფი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: GCRT - წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი“ და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 07.04.2014
  • ბმული: http://www.media.ge/ge/portal/events/302442/
GCRT - წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, კავშირი „საფარი" და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის აწყობს ვორქშოფს თემაზე:
სექსუალური და ოჯახური ძალადობის გაშუქება მედიაში
ვორქშოპი მოიცავს შემდეგ თემებს: ოჯახური და სექსუალური ძალადობა, სექსუალური ძალადობა ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, მედიისა და არასამთავრობოების როლი, ჟურნალისტური ეთიკა და გაშუქება.
ვორქშოფში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს მომქმედმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ვორქშოფი ერთდღიანია და მოიცავს შემდეგ ქალაქებს:
ქუთაისი - 11 აპრილი
გორში - 12 აპრილი
თელავში - 8 მაისი
თბილისი - 16 მაისი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tbilisi@humanrightshouse.org
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 2014 წლის 7 აპრილი, 18:00 სთ.
ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
წყარო: media.ge