არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა", აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "G-PAC"-ის პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი".
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სხვადასხვა სფეროში მომუშავე 50-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის არაფორმალური გაერთიანება.
"სიდა" ეძებს კომპანიას, რომელსაც შეუძლია ვიდეორგოლის დამზადება, რომლის მიზანიც იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, როგორც რეგიონული პრობლემების გამოვლენის, წარმოჩენისა და გადაწყვეტის მექანიზმის, პოპულარიზაცია.
დამატებითი ინფორმაცია ქსელის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: www.cso.ge
რგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. მისი სცენარის მომზადება უნდა მოხდეს დამკვეთთან შეთანხმებით. შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს სცენარისა და კადრირების რამდენიმე (მინიმუმ 3) ვარიანტი ბიუჯეტთან ერთად, რომლიდანაც შეირჩევა ერთ-ერთი.წინასწარი შეთავაზება და სავარაუდო ფასი უნდა გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: diana@cida.ge არაუგვიანეს 2014 წლის 13 აპრილის 18:00 საათისა.
კლიპის სცენარის შეთავაზება უნდა მოხდეს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. სცენარის შეთანხმებიდან (შეთანხმება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 7 დღეში) არაუგვიანეს 12 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს რგოლის საბოლოო ვერსიის ჩაბარება.
შემსრულებელი ვალდებულია დამკვეთს მიაწოდოს რგოლის ვიდეო და აუდიო ვერსიები (CD-ზე ჩაწერილი, ასევე ელ. ვერსია).
საკონტაქტო ინფორმაცია:დიანა დუნდუა, "სიდას" კომუნიკაციების მენეჯერიელფოსტა: diana@cida.ge
ტელ: 599 248222
წყარო:www.jobs.ge