არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" "პოლიტიკის სკოლაში" ტრენინგების გასავლელად იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს და XII კლასის მოსწავლეებს.მსმენელებს ჩაუტარდებათ 14 დღიანი ლექცია-სემინარი, რომელსაც წაიკითხავენ გამოცდილი სპეციალისტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სახელმწიფო სექტორებიდან.
სემინარები ჩატარდება შემდეგ საკითხებში:
** რა არის პოლიტიკა, რა არის ადამიანის უფლებები, უფლებები სამართლის გარეშე;
** სახელმწიფოს შესახებ - კანონი, ტრადიცია, რელიგიები;
** კონსტიტუციური დემოკრატია;
** ავტორიტარული სახელმწიფოები, ტოტალიტარული სახელმწიფოები;
** სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში;
** განვითარებადი ქვეყნები: დემოკრატია თუ დიქტატურა;
** მოქალაქის ჩამოყალიბება, პოლიტიკური მონაწილეობის საფასური და ლიდერები;
** საჯარო სიკეთე;
** რევოლუცია, ომი, ბრძოლა საერთაშორისო წესრიგისთვის;
** არაძალადობა.
"პოლიტიკური სკოლის" მსმენელებს სკოლის სრული კურსის გავლის შემდეგ გადაეცემათ სერთიფიკატი. პოლიტიკის სკოლაში ჩარიცხვა – CV-ის და გასაუბრების საფუძველზე.
პირველ ეტაპზე მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ CV (სადაც დეტალურად უნდა ეწეროს აპლიკანტის პირადი მონაცემები, განათლება, სამუშაო გამოცდილება მოხალისეობის ჩათვლით, მისი სამოქალაქო კამპანიებში ჩართულობა და ერთვოდეს ფოტოსურათი). მეორე ეტაპზე СV-ის მიხედვით შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას. საბოლოოდ შეირჩევა 20-25 მსმენელი.
СV უნდა გამოგზავნოთ მისამართზე: scpolitic@gmail.com 10 აპრილამდე.
დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ, ასევე, facebook-ზე: პოლიტიკის სკოლა/School of Politics წყარო:www.jobs.ge