ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს რეგიონები: იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი. ორგანიზაციის მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, შეჭირვებულ, იგპ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების, ოჯახების, სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მარგინალური ჯგუფების ინტერესების დაცვას.
ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) ახორციელებს მიმდინარე პროექტს - "საქართველოში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა- (NEO)", რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის მხარდაჭერილი. AIC ჩართულია მიმდინარე პროექტის იმ კომპონენტში, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების გაზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება, შერჩეულ თემებში მცირე ოჯახური მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება, უკიდურესად დაუცველი ოჯახების და ცალკეული პირებისათვის დახმარების უზრუნველყოფა.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) გეგმავს ქვეკონტრაქტორის შერჩევას, რომელიც განახორციელებს 22 ნაკრებ მეფუტკრისათვის საჭირო სპეც. ინვენტარის მოწოდებას სამეგრელოსა და რაჭის რეგიონში (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში).
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია წარმოადგინოთ ფასთა კოტირებები (იხილეთ თანდართული ფაილი) ორივე ქვემოთ მოცემულ მისამართზე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 აპრილის 17:00 საათამდე.
ფონდი "აფხაზინტერკონტი"-ს (AIC) ოფისში მისამართზე: ნინოშვილის ქ. 27 (101), ქუთაისი, 4600, საქართველო, ტელ. +995 431 264861/62.დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.
წყარო:www.jobs.ge