en
ge

ახალგაზრდული პროექტი - გაეროს მოდელირება - ბელგია, ჰოლანდია

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 28.03.2014
  • ბოლო ვადა: 05.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71526/
გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროექტში: "გაერთიანებული ერების მოდელირება" მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2014 წლის 26 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით მაასტრიხტში, ჰოლანდიაში, ხოლო წინა მოსამზადებელი ტრენინგები ჩატარდება გერმანიაში, ქ. ბერლინსა და ბრიუსელში.
გაერთიანებული ერების მოდელირების ტრენინგ-პროგრამა საუკეთესო საშუალებაა, როგორც პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ისე სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, უკეთ გაეცნონ გაერთიანებული ერების მუშაობის სპეციფიკას, წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, მიიღონ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და სხვა სიტუაციურ თამაშებში მონაწილეობით, შეიძინონ ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან და მოიპოვონ საერთაშორისო სერთიფიკატი. პროგრამის მონაწილეებს, ასევე, საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბერლინისა და მაასტრიხტის ღირსშესანიშნაობები, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტები ევროკომისიასა და ბუნდესტაგში.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 800 ევროს.
ღირებულებაში შედის:
** საცხოვრებლის ხარჯები
** დილის საუზმე / ივენთები
** წინა მოსამზადებელი პროგრაა, რომელიც ჩატარდება ბერლინში/ბრიუსელში
** პროგრამაში მონაწილეობა ქ. მაასტრიხტში /ჰოლანდია/
** მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში (ფორმალური და არაფორმალური)
** საერთაშორისო სერთიფიკატი
** პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადახვა ფაკულტეტის სტუდენტებს 18 წლის ასაკიდან, ასევე, სხვა დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც საკომუნიკაციო დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, 2014 წლის 5 აპრილამდე გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: exchangeprograms@pdcgeo.ge (სათაურის ზოლში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და UN Maastricht)
დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ევროპული ცენტრის სათაო ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
"გაცვლითი პროგრამების ევროპული ცენტრი"
თბილისი, კოსტავას 67 (სართული 2)
ტელ. (+995 32) 2 147270, 574 334 777, 593 711444

მოიწონეთ სრული ინფორმაციისათვის მისაღებად: http://goo.gl/Ceu9iX
გაეცანით ბიზნეს და სამართლის ტრენინგებს, მოიწონეთ და მიიღეთ ყოველდღიური სიახლეები:
** ევროპის აკადემიური ცენტრი
** გაცვლითი პროგრამები/სწავლა საზღვარგარეთ
** სასკოლო სასერტიფიკატო პროგრამები
ესტუმრეთ ვებ-გვერდს: http://www.pdcgeo.ge
წყარო: jobs.ge