en
ge

სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი - აჭარა

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: IAAD
  • დაწყების თარიღი: 31.03.2014
  • ბოლო ვადა: 20.03.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71587/
"სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია IAAD" აცხადებს ვაკანსიას სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის პოზიციაზე, MercyCorps -ის აჭარის რეგიონის პროექტში.
დასახელება: სოფლის მეურნეობის დარგის ადგილობრივი სპეციალისტი, კონსულტანტი.
მდებარეობა: აჭარა, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: საველე ჯგუფი, მუდმივი, ნახევარი განაკვეთი (20 საათი კვირაში)
ანაზღაურება: ანაზღაურების საკითხი განიხილება გასაუბრებისას და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე. გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატები. გასაუბრების შემდეგ დაგიკავშირდებით, თუკი დადებითად გადაწყდება თქვენი სამსახურში აყვანის საკითხი.
საერთო მოვალეობები:
ალიანსების პროგრამა ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევას და საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე გადასვლის გზით აჭარის რეგიონში სამი ძირითადი მიმართულებით: 1) მეცხოველეობის სექტორის განვითარება ინტეგრირებული ღირებულებათა ჯაჭვის საშუალებით 2) კატასტროფების რისკის შემცირება და 3) უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც თავის მხრივ ზრდის ადგილობრივ ჯგუფებსა და თვითმართველობას შორის ურთიერთობის გამყარებას და თანამონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში
ძირითადი მოვალეობები:
** აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში მდებარე ხორცისა და რძის სექტორში მოქმედი მომსახურების მიმწოდებლების კვლევა.
** სანაშენე საქმისა და საკვებ-წარმოების სპეციალისტების დავალებით სხვადასხვა საქმიანობების შესრულება.
** ვებ-საიტზე და პროგრამის ბაზაში პროგრამული უზრუნველყოფა და სისტემატიური განახლება, რომელიც ასახავს ფერმერთა ყოველდღიურ საქმიანობას.
** პროექტის მენეჯერის დავალებით სხვადასხვა სახის საანალიზო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება.
** ბიზნესის განვითარების სერვისის მიმწოდებელთა და მათ მიერ კლიენტისთვის მიწოდებული მომსახურეობების კოორდინაციისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
** ალიანსის კლიენტების მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
** სატენდერო განაცხადების პაკეტების განვითარების ხელშეწყობა.
** ბიზნესის განვითარების მომსახურეობის მიმწოდებლებთან ურთიერთობა და სამუშაოების სათანადო შესრულების უზრუნველყოფა.
** ბაზრის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარის საქმიანობების მონიტორინგისა და შეფასების ხელშეწყობა.
** ალიანსის პროგრამისთვის ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკასთან დაკავშირებული ტექნიკური რჩევების მიწოდება.
** მონაცემების მოძიებისა და ანალიზის ხელშეწყობა.
** ხელმძღვანელის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება.
განათლება და გამოცდილება:
** საქართველოს მოქალაქეობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარები
** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ქონა
** IAAD -ისა და "მერსი ქორ"-ის შიდა განაწესის სრული დაცვა, პროფესიული გზით
ვოფისში პოზიტიური, ენერგიული და ჯგუფზე ორიენტირებული გარემოს ხელშეწყობა
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა და მოტივაციის წერილი ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე: iaad@iaad.ge და ადმინისტრატორთან dalizodelava@gmail.com 2014 წლის 20 აპრილამდე.
წყარო: jobs.ge