ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს კონკურსს შინ მომსახურების პროგრამის ფსიქოლოგის ვაკანტურ თანამდებობაზე. "პირველი ნაბიჯი საქართველო" არის არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: არასრული (კვირაში 20 სთ)
დაქვემდებარება: შინ მომსახურების პროგრამის კოორდინატორი
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
** მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** შშმ ბენეფიციარების შეფასების სისტემის დანერგვა;
** ბენეფიციარების ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა;
** ბენეფიციარების რთული ქცევის მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან მუშაობის სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** ფსიქოლოგიური მომსახურების განხორციელება და შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის ჩართვის ხელშეწყობა, თანამშრომლების კონსულტირება;
** მშობლებისათვის შეზღუდული შესაძლებლობების საკითხებში ცნობიერების ამაღლება/ინფორმირებულობა;
** თანამშრომლებისთვის ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციის გაცემა შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების, ინდივიდუალური განვითარების გეგმის შექმნის, ქცევის მართვის საკითხებში;
** შშმ ბენეფიციარების ოჯახის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მოთხოვნები:
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი
სასურველია:
ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე vacancy.fsg@gmail.com არაუგვიანეს 2014 წლის 17 აპრილისა. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფსიქოლოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
წყარო: jobs.ge