en
ge

კონკურსი სოფლად მცხოვრებ ქალთა და ახალგაზრდობის გააქტიურებისათვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: სათემო ფონდი „ლელი“
  • დაწყების თარიღი: 01.04.2014
  • ბოლო ვადა: 25.04.2014
  • ბმული: http://leliblog.weebly.com/3/post/2014/04/13.html
სათემო ფონდი „ლელი"
აცხადებს კონკურსს სოფლად მცხოვრებ ქალთა და ახალგაზრდობის გააქტიურებისათვის.
კონკურსის მიზანი:
ქალთა და ახალგაზრდობის აქტიურობის ხელშეწყობა თემის და თემთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის.
კონკურსის ამოცანები:
· ქალთა/გოგონების უფლებების დაცვის გაძლიერება თემში.
· გენდერული თანასწორობის ასპექტების პოპულარიზაცია თემში.
· ქალთა ჯგუფების მიერ თემის კეთილდღეობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერა თემში.
მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, სოფლად მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდების მიერ შექმნილ საინიციატივო ჯგუფებს.
საკონკურსო პროექტების ავტორები უნდა ითვალისწინებდნენ შემდეგს:
საინიციატივო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წევრისაგან და ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს სრულწლოვანი (18 წლიდან ზევით). უპირატესობა მიენიჭებათ ისეთი ადამიანებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფების პროექტებს, რომლებსაც ,,ლელთან” თნამშრომლობის გამოცდილება აქვთ.
სათემო ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მინიმალური ზღვარი განისაზღვრება 300 ლარიდან და არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს. თუ არსებობს დახმარება სხვა წყაროებიდან, პროექტის საერთო ბიუჯეტი შეიძლება აღემატებოდეს მითითებულ თანხას. ამ შემთხვევაში განაცხადს უნდა ერთვოდეს ფინანსური, მატერიალური თუ სხვა სახის დახმარების დამადასტურებელი წერილი. აგრეთვე, უნდა მიეთითოს განმცხადებელთა საკუთარი წვლილი პროექტის განხორციელებაში.
წარმოდგენილი პროექტის მიმდინარეობის მაქსიმალური დრო სასურველია იყოს ოთხი თვე. პროექტის ფარგლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული საქმიანობები აუცილებლად უნდა დასრულდეს 2014 წლის სექტემბრის ბოლომდე. თუმც შესაძლოა პროექტით მიღებული შედეგების გასაძლიერებლად, ისეთი აქტივობები რაც არ არის დაკავშირებული ,,ლელიდან" მიღებული ფინანსური რესურსების ხარჯვასთან, გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი წლისა.
პროექტი უნდა დაიწეროს სათემო ფონდ „ლელი"-ს განაცხადის ფორმის მიხედვით. კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა შესაძლებელია მიიღოთ ლელის ოფისში საკონსულტაციო შეხევდრაზე, ან იხილოთ ბლოგზე http://leliblog.weebly.com/ „ფონდში" შემოდის პროექტი 2 ცალად (ორივე ორიგინალი – გარდა დართული ოფიციალური დოკუმენტებისა, ამ შემთხვევებში – ორიგინალი და თითო – ასლი).
სამუშაო გეგმა:
კონკურსის გამოცხადება: 1 აპრილი, 2014 წელი.
პროექტის შემოტანის ბოლო ვადა: 25 აპრილი 2014 წელი.
მხარდაჭერილი პროექტების (გრანტების) გამოცხადება: 2014 წლის 15 მაისამდე.
საკონსულტაციო შეხვედრები: კონკურსის მონაწილეებთან განხორციელდება 2014 წლის 1-აპრილიდან 20-აპრილის ჩათვლით ყოველ სამშაბათს და პარასკევს, 10:00 დან - 18:00 საათამდე ,,ლელის" ოფისში. აღნიშნულ დღეებში აგრეთვე განხორციელდება სატელეფონო და ელექტრონული კონსულტაციები.
საკონტაქტო პირი: ნანა ნერსეზაშვილი, ნატალია ქასრაშვილი
ტელეფონი: 790 509 609; ელ.ფოსტა: nana.nerse@gmail.com
მისამართი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ლელიანი
წყარო: leliblog.weebly.com