საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამა "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას" იწვევს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტებს (რეპორტიორებს, კორესპონდენტებს) ტრენინგზე 14 -17 ივნისს.
ზოგადი ტრენინგი ახალ მედიაში.
4 დღიან ტრენინგზე ჟურნალისტები შეისწავლიან ახალი მედიის კონცეფციას, მისი ინსტრუმენტების გამოყენებას, აითვისებენ სოციალური ქსელებს და მოახდენენ მის ინტეგრაციას ვებთან. ასევე იმუშავებენ ვებ ტელევიზიის, ბლოგისა და მულტიმედიური პროდუქტის დაგეგმვასა და შექმნაზე. ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმობა ტექნიკურ საკითხებს: ვიდეო ფორმატები, ენკოდინგი, ვიდეო გადაღება და მონტაჟი, ტიტრები და გრაფიკა მონტაჟისას, პროგრამული ინსტრუმენტები, მასალის განთავსება ვებზე და მისი არქივიზაცია. პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალურად ახალი მედიისთვის შექმნილი DVD დისკი "მულტიმედია რეპორტიორის პროგრამების ნაკრები".
ტრენინგი ჩატარდება ბათუმში 4 დღის განმავლობაში 14-17 ივნისს.
მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და კანდიდატები შეირჩევიან შევსებული ანკეტის და სამუშაო გამოცდილების განხილვის შედეგად. გამარჯვებულ კანდიდატებს დავუკავშირდებით აპრილის თვის ბოლოს.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული "პროგრამის მონაწილის ანკეტა", შევსებული დოკუმენტი და CV უნდა გადმოაგზავნონ არაუგვიანეს 24 აპრილისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: training-georgia@irex.org
ტრენინგის ორგანიზატორები დაფარავენ მგზავრობის, სასტუმროს (ორ ადგილიან ნომრებში განთავსება) კვების ხარჯებს მონაწილე ჟურნალისტებისათვის რეგიონებიდან. მონაწილეები უზურნველყოფილნი იქნებიან ტრენინგისთვის საჭირო აპარატურით. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. ტრენინგზე დასწრების თანხმობის შემდეგ ადგილზე არ გამოცხადების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია, ერთი ღამის საფასური დაფაროს, ამიტომ გთხოვთ წინასწარ გაგვაფრთხილოთ თუ ვეღარ მოახერხებთ ტრენინგზე დასწრებას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
დაჩი გრძელიშვილი - ტელ: 2 912608, შიდა ნომერი 116
ანა ნიჟარაძე - ტელ: 2912608
წყარო:jobs.ge