en
ge

საგრანტო კონკურსი - უმცირესობათა საბჭოსთვის

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ (UNAG) და ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო”
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 17.04.2014
  • ბმული: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=48&info_id=3717
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოების გაძლიერების კონკურსი
პროგრამის შესახებ:
„ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს გაეროს ასოციაცია" ფონდ „ღია საზოგადეობა-საქართველო"-სთან პარტნიორობით. სამოქალაქო ინტეგრაციის მცირე გრანტების მექანიზმი, რომელიც ფონდის მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და სამოქალაქო აქტივიზმის წახალისებას. მცირე გრანტები საშუალებას მისცემს ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებულ პრობლემებზე მომუშავე ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოების წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს ჩამოყალიბდნენ საქართველოს სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვან და აქტიურ ნაწილად.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოების წევრ ორგანიზაციებს. პროექტების შერჩევისას უპირატესობა ენიჭება რეგიონებში განსახორციელებელ კოალიციურ პროექტებს.
პრობლემის აღწერა:
წლების განმავლობაში ხორციელდება არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი რომელიც მიმართულია ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისკენ. მიუხედავად ამისა, პრობლემები შეინიშნება განათლების, კულტურის, დასაქმების, უმცირესობათა პოლიტიკურ და სამოქალაქო პროცესებში მონაწილეობის კუთხით. 2009-2014 წლების „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმით სათანადო მზრუნველობის მიღმა დარჩა მცირერიცხოვან უმცირესობათა ჯგუფები, პრობლემები აღინიშნება რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხითაც.
ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოების წევრი ორგანიზაციების გაძლიერება ხელს შეუწყობს უმცირესობათა და ზოგადად საზოგადოების ინფორმირების გაზრდას, ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებას და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის გაძლიერებას.
მიზანი:
კონკურსის მიზანია ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოების წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერა საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული სხვა ჯგუფების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაში.
კონკურსის ამოცანები:
საპროექტო განაცხადები მხარს უნდა უჭერდეს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ემსახურება უმცირესობების საკითხების შესწავლას და მონაწილეობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფონდი მხარს დაუჭერს შემდეგი სახის საქმიანობას:
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართვა სამოქალაქო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში
სამოქალაქო ცნობიერებასა და ტოლერანტობის კულტურის ამაღლება
ეთნიკურის უმცირესობებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგის ხელშეწყობა
მედიაში ეთნიკური უმცირესოებებისა და საზოგადოებაში ნაკლებად ინტეგრირებული ჯგუფების პრობლემატიკის წარმოჩენა
საგანმანათლებლო ინიციატივები და ინტერკულტურული გაცვლა
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა საკუთარი ინტერესების ადვოკატირებისა და დაცვისთვის
რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკის წარმოჩენა და რელიგიური თემების ინტეგრაციის გაღრმავება.
კონკურსის პირობები:
პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ 6 თვეზე (დასრულდეს 31 ოქტომბრამდე). ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 5,000 აშშ დოლარს ერთ ორგანიზაციაზე, ხოლო რამოდენიმე ორგანიზაციის/ გაერთიანების ერთობლივ პროექტებზე 10,000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ეროვნული პროგრამების სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით ქართულენოვანი ფორმა, ინგლისურენოვანი ფორმა);
პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში.
განაცხადი მიიღება ქართულ ენაზე, თუმცა, ქართული ენის არასათანადოდ ცოდნის შემთხვევაში განაცხადი ასევე მიიღება რუსულ ან ინგლისურ ენებზეც.
ფონდში საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 აპრილი, 16:00 საათი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ. განაცხადის და დოკუმენტაციის შემოტანა უნდა მოხდეს როგორც ფონდის ოფისში ჭოველიძის (ყოფილის ბელინსკის) 10, ისე ელექტრონულად ელ.ფოსტის მისამართზე peradze@osgf.ge ან კომპიუტერულ დისკზე (CD).
კონსულტაციები: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ყოველ სამუშაო დღეს, 15:00 საათზე ფონდის ოფისში, მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.
საკონტაქტო პირები: კოკი ფერაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროექტის კოორდინატორი.
ელ.ფოსტა: peradze@osgf.ge
 
წყარო: jobs.ge