მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღრებულებების განმტკიცებისათვის გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, ევროპის საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან თანამშრომლობით მიიღოთ მონაწილეობა სემინარში Europe & Liberty, სემინარი მოიცავს თემას ინტერდისციპლინარულ შესავალს ტრაცდიციულ და კლასიკურ ლიბერალურ იდეოლოგიასა და აზროვნებაზე. თემატიკა ეხმიანება აგრეთვე ეკონომიკის, ისტორიის, მორალური და პოლიტიკური ფილოსოფიის, სამართალისა და სასამართლო პრაქტიკის შესახებ სფეროებს. სემინარისა და პროექტის მთავარი მიზანია განვიხილოთ და ვიმსჯელოთ თითოეულ სფეროზე ლიბერალური მსოფლმხედველობით და რამდენად არის შესაძლებელი ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის გამოყენება პრაკტიკაში, კონკრეტულ მაგალითებზე, ზემოთ ხსენებულ სფეროებში.
თუ გაქვს ლიდერის თვისებები და გსურს დაესწრო შემეცნებით-საგანმანათლებლო სესიებს, სამუშაო შეხვედრებს და მრგვალი მაგიდის დისკუსიებს ბულგარეთში, ა(ა)იპ მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღრებულებების განმტკიცებისათვის" გაძლევთ შანსს, გაემგზავროთ ბულგარეთში და გახდეთ პროექტის მონაწილე, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა ლიდერები და გააცნოს მათ მეთოდები, თუ როგორ გამოიყენონ კლასიკური და ტრადიციული ლიპრეაბლიზმის პრინციპები სახელმწიფოსა და საზოგადოებაში დიალოგის გზით.
ძირითადი მოთხოვნები:
1.ასაკობრივი ჯგუფები: 19-დან 24 წლამდე;
2.საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
3.ლიდერის თვისებები;
4.განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები.
პროექტი ნაწილობრივ დაფინანსებულია ევროპული არასამთვრობო ორგანიზაციის მიერ.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა.
პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის ივლისი-აგვისტო.
აპლიაკციების მიღების ვადა: 1 მაისი
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში