ღია საზოგადოების დოკუმენტური ფოტოგრაფიის პროექტი იღებს განაცხადებს გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. გამოფენა გაიმართება 2014 წლის 29 ოქტომბრიდან 2015 წლის მაისამდე აშშ-ში, ნიუ იორკში.
გამოფენის თემაა: მოძრავი კედლები 22/ გითვალთვალებენ შენ, მითვალთვალებენ მე: ფოტოგრაფია თვალთვალის საუკუნეში.
მსგავსი გამოფენები ეწყობა 1998 წლიდან ღია საზოგადოების ოფისებში ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და ლონდონში და თანხვედრაშია ფონდის მისიასთან სოციალური სამართლიანობისა და ადამიანების უფლებათა დაცვის სფეროში.