ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) აცხადებენ საგრანტო განაცხადების კონკურსს მცირე ფერმერთა ჯგუფებისთვის ან უკვე არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დასავლეთ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში: სენაკი, ხობი, აბაშა (სამეგრელო), ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური (გურია) და ცაგერი (რაჭა-ლეჩხუმი) ბიზნესზე ორიენტირებული საუკეთესო იდეების გამოსავლენად. შერჩეულ ფერმერთა ჯგუფებს/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ექნებათ ბიზნესის საფუძვლების და კოოპერატივის ორგანიზაციული მოწყობის საკითხებში ტრეინინგების მეშვეობით განავითარონ ბიზნესის დაგეგმვის და მართვის შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს მათ იბრძოლონ თანადაფინანსების მისაღებად პროექტის ფარგლებში და სამომავლოდ სწორად წარმართონ თავიანთი ბიზნესი.
კონკურსი წარმოადგენს „კოოპერაცია საქართველოს სოფლის განვითარებისთვის" პროექტის ნაწილს, რომელიც ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD-საქართველო) ფარგლებში და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტი მიზნად ისახავს ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლებას და ფერმერთა შემოსავლების ზრდა.
წყარო:care-caucasus.org.ge