აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (სსგფ) აცხადებენ „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტის” 2014 წლის კონკურსს
კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას.
თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო თითოეული პროექტის საერთო საგრანტო დაფინანსება - 6 000 აშშ დოლარს. გრანტის 70%-ს გასცემს - CRDF Global-ი, 30%-ს - ფონდი.
CRDF Global-სა და სსგფ–ში წარსადგენად მოითხოვება დოკუმენტაცია რომელიც უნდა მომზადდეს
www.grdf.ge ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით.
CRDF –Global-სა და სსგფ-ში ინგლისურ ენაზე წარდგენილ საპროექტო წინადადებაში პროექტის ბიუჯეტი გაწერილი უნდა იყოს საგრანტო დაფინანსების მთლიან თანხაზე (არაუმეტეს 6 000 აშშ დოლარისა).
შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ქართულ ენაზე წარდგენილ საპროექტო წინადადებაში ავტორებმა უნდა გაწერონ პროექტის ბიუჯეტის მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ისინი ითხოვენ ამ ფონდიდან (არაუმეტეს 30%-ს).
საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 19 მაისის 17:00 საათი.
ამასთან, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობის შესახებ აპლიკანტის განცხადების (დანართი 4) ორიგინალი არაუგვიანეს 2014 წლის 21 მაისის 18 საათისა.
მინისტრის ბრძანება
ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება
კონკურსის პირობები
პროექტიის რეზიუმე
პროექტის ბიუჯეტის ფორმა ფონდიდან მოთხოვნილ დაფინანსებაზე
აპლიკანტის განცხადების ფორმა
პროგრამის კოორდინატორი: ნიკოლოზ ბაქრაძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: 2 200 220 (4406 შიდა); 577 577511;
ელ-ფოსტა: international@rustaveli.org.ge
წყარო: jobs.ge