en
ge

„კვლევითი გრანტების პროგრამა” 2014

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 04.07.2014
  • ბმული: http://rustaveli.org.ge/index.php?module=topic&page=detals&topic_id=18&id=1334
აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი პროგრამის - „დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მდგრადი მეცნიერება საქართველოსთვის" - ფარგლებში აცხადებენ „კვლევითი გრანტების პროგრამის” 2014 წლის კონკურსს.
კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ბიოლოგიურ კვლევას, რომელიც წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (შემდგომში - DTRA) და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების საერთო ინტერესის სფეროს, შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და DTRA-ს ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის (შემდგომში - CBEP) მიზნებთან და კვლევით პრიორიტეტებთან.
კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა, არაუმეტეს 2 წლამდე ხანგრძლივობის ორი პროექტი.