გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს გურიის რეგიონის სკოლების მოსწავლე გოგონებისათვის თემაზე „მე ჩემი სოფლის მომავალი დეპუტატი ვარ!"
ესსეში სიტყვების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 800 ხოლო - მაქსიმალური 1500.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება პირველ და მეორე ადგილზე გასული თითო ესსე, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
დაინტერესებულმა მოზარდებმა უნდა წარმოადგინონ ესსეები ნაბეჭდ ან ხელით ნაწერ ფორმატში გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში 2014 წლის 25 აპრილის 16:00 საათამდე. შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნაც ქვემოთმითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ესსეს თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი და გვარი შესაბამისი სკოლის დასახელებისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით.
მისამართი:
ოზურგეთი, რუსთაველის ქ. #4, მეორე სართული
საკონტაქტო პირი: თამარ ღლონტი
ტელ: 599 156384
ელ.ფოსტა: tamghlonti@gmail.com
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში