en
ge

გაეროს მოდელირების პროექტი ავსტრიაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდობა საქართველოს მომავლისთვის
  • დაწყების თარიღი: 07.04.2014
  • ბოლო ვადა: 30.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71963/
გაეროს მოდელირების პროექტი ავსტრიაში
ვენა, 1-8 აგვისტო, 2014
რა არის გაეროს მოდელირების პროექტი?
გაეროს მოდელირების პროექტი იმ ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი, ვისაც სურს ახლოს გაიცნოს გაეროს მუშაობის პრინციპები, აქტიურად ჩაერთოს სიმულაციის პროცესებში. პროექტში ჩართული მონაწილე თავად ირჩევს ქვეყანას და ხდება მისი დიპლომატიური წარმომადგენელი. იმართება დებატები, კამათები, იკვეთება ახალი გადაწყვეტილებები და მიმართულებები. ათასობით ახალგაზრდა მთელი მსოფლიოდან აქტიურად არის ჩართული გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:
** გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები
** გახდნენ ლიდერები
** ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები
** მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება
** გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან
** პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე ექსკურსიები ვენაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკობრივი ჯგუფები: 16-21 წლამდე;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა
** ლიდერის თვისებები
** განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტში მონაწილეების მსურველებმა 30 აპრილამდე უნდა გამოგზავნონ საკუთარი ბიოგრაფია/CV შემდეგ მისამართზე: youth.georgia@gmail.com
წყარო:jobs.ge