en
ge

გაეროს მოდელირება გერმანიაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ELCML International
  • დაწყების თარიღი: 07.04.2014
  • ბოლო ვადა: 30.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71984/
ა(ა)იპ მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღრებულებების განმტკიცებისათვის" გთავაზობთ პროექტს გაეროს მოდელირება გერმანიაში.
გაეროს მოდელირებული სესიები წლებია წარმატებით მიმდინარეოს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. გაეროს მოდელირება ეს არის პროგრამა, რომელიც აერთიანებს მსფლიოს ახალგაზდებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
გერმანიის ევროპის უნივერსიტეტი გაძლევთ უნიკალურ შანსს დაესწროთ გაეროს 2014 წლის საერთაშორისო მოდელირებას. უკეთ გაეცნოთ გაერთიანებული ერების მუშაობის პრინციპებს, მიიღოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია და არაფორმალური განათლება. ასევე ისწავლოთ გაეროს რეზოლუციის წერა და გაეცნოთ გაეროს სამუშაო რეგლამენტს, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო გამოსვლებში, დებატებსა და დისკუსიებში.
თუ გაქვთ ლიდერული თვისებები, გსურთ მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება და შეიძინოთ ახალი მეგობრები მაშინ გეძლევათ შანსი გახდეთ პროექტის მონაწილე, რომლის სიმულაციური სემიანრების მიზანია მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა შეიძინონ გამოცდილება, თუ როგორ მუშაობს დიპლომატია, როგორ შეიძლება დიპლომატიის გამოყენებით საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარება და ამასთანავე რა შეზღუდვები არსებობს დიპლომატიის ფარგლებში. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ იმუშაონ, როგორც გაეროს წარმომაგენელმა დელეგატებმა. დელეგატები წარმოადგენენ კონკრეტულ სახელმწიფოს და იმსჯელებენ ჩინეთის საზღვაო სასაზღვრო დავების შესახებ და მის გავლენაზე უშიშროების საბჭოში შემავალ ახლომდებარე ქვეყნებსა და გაეროს სხვა წევრ სახელმწიფოებზე. დელეგატებს დაევალებათ აწარმოონ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებები სახელმწიფოებს შორის და კონფლიქტის გადასაჭრელად მიიღონ რეზოლუცია კომიტეტბში.
ძირითადი მოთხოვნები:
** ასაკობრივი ჯგუფები: 18-დან 25 წლამდე;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა;
** ლიდერის თვისებები;
** განხორციელებული სამოქალაქო აქტივობები.
** სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 500 სიტყვისა, ინგლისურ ენაზე)
** CV (ინგლისურ ენაზე)
პროექტის ხანგრძლივობა: 5 დღე.
პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის ივნისი
რეგისტარციის ბოლო ვადა: 2014 წლის 30 აპრილი
პროექტის საფასური: 1250 ევრო
პროექტის საფასური მოიცავს:
** მგზავრობის ხარჯებს- ორივე გზა
** საცხოვრებელს
** ვიზის მოსაკრებელს
** კონფერენციის საფასურს; კონფერენციისათვის საჭირო ყველა მასალას; ლანჩს და Coffee Breaks კონფერენციის დროს
** საერათშორისო სერტიფიკატს
** პროგრამის წინამოსამზადებელ პერიოდს: ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო ფედერალურ ოფისში (Auswärtiges Amt)- გაცნობითი ღონისძიება და პრეზენტაცია. სამუშაო პროცესის განახლება გაეროს ოფიციალურ ოფისში გერმანიაში.
ტრეინინგი რეზოლუციის წერისა და გაეროს რეგლამენტის შესახებ. პროექტის მსვლელობისას იქნება ასევე გაცნობითი და კულტურული საღამოები "barbecue at the bank of the Oder-river" და სპეციალური წვეულება დელეგატებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული
ტელ.: (32) 2 933881, 599 560348
ვებ-გვერდი: www.elcml.ge
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
წყარო:jobs.ge