en
ge

კონფერენცია - ალტერნატივები საერთაშორისო დიპლომატიაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ELCML International
  • დაწყების თარიღი: 07.04.2014
  • ბოლო ვადა: 23.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/71985/
პროექტი "ალტერნატივები საერთაშორისო დიპლომატიაში" მნიშვნელოვან ხიდს ქმნის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებსა და მთავრობებს შორის, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს კულტურათა გაცვლას და დაახლოებას მსოფლიო მასშტაბით. აღნიშნული პროექტის ეფექტური უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იძლევა შესაძლებლობას დავინახოთ პოლიტიკური ალტერნატივები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე.
ალტერნატივები საერთაშორისო დიპლომატიაში, აშშ, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი.
კონფერენცია აერთიანებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს. კონფერენცია გაიმართება მრავალმნიშვნელოვან პოლიტიკურ, ისტორიულ და კულტურულ დაწესებულებებში ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში.
კონფერენციის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ესტუმროთ გაეროს შტაბბინას NYC, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, NPR შტაბბინას, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს, Lincoln Center for Performing Arts, მეტროპოლიტენ მუზეუმს, ბროდვეისა და Times Square, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკასა და Whitney Museum of American Art, ასევე სხვა და სხვა საელჩოებსა და სამთავრობო ინსტიტუტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მეცნიერებს, მხატვრებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტებს და სტუდენტებს.
კონფერენციის ყველა მონაწილეს პროგრამის დასრულების შემდგომ გადაეცემა ოფიციალური სერტიფიკატი. სერტიფიკატი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას თითოეულ გამომსვლელზე, სპიკერზე და მათზე ვინც მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, ასევე აღნიშნული იქნება იმ თემების სია, რომელშიც მონაწილე იყო ჩართული დებატებისა და დისკუსიის რეჟიმში.
თითოეული სერტიფიკატი ხელმოწერილი იქნება საერთაშორისო კულტურული დიპლომატიის მრჩეველთა საბჭოს მიერ.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სააპლიაკაციო ფორმა: docs.google.com/forms
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა
პროექტის განხორციელების დრო: 2014 წლის ივნისი
რეგისტარციის ბოლო ვადა: 2014 წლის 23 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ქ. თბილისი, გ. ტაბიძის ქ. 3/5, VI სადარბაზო, III სართული
ტელ.: (32) 2 933881, 599 560348
ვებ-გვერდი: http://www.elcml.ge/
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.facebook.com/Democracyy
წყარო: jobs.ge