en
ge

ტრენინგი რთული ქცევის შეფასება-მართვაში

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: პირველი ნაბიჯი საქართველო
  • დაწყების თარიღი: 08.04.2014
  • ბოლო ვადა: 23.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72037/
"პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს განახლებულ სატრენინგო კურსს: რთული ქცევის ფუნქციური შეფასება, მართვა და პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი პროგრამის შემუშავება.
რეგისტრაცია წარმოებს 23 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაციისათვის გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ელექტრონულ მისამართზე - ztamuna@yahoo.com
დამატებითი ინფორმაციია მისაღებად მიმართეთ:
თამუნა ზაალიშვილი - 568117688
ორშაბათი - პარასკევი 10.00 - 18.00
ტრენინგზე დასწრების პასუხს მიიღებთ ელექტრონული ფოსტით
ტრენინგ კურსის საფასური - 200 ლარი
ტრენინგი არის 6 დღიანი - 26, 27 აპრილი
ტრენინგის შემდეგი რიცხვები ჯგუფთან შეთანხმებით
ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები
მისამართი: დიღმის მასივი; ლუბლიანას 21ბ; ჟვანიას სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე შემოხვალთ თუ არა მარჯვნივ და პირდაპირ ჩაუყვებით გზას, დაინახავთ მწვანე ჭიშკარს და კოტეჯებს; პირველი კოტეჯი, პირველი სართული.
ტრენინგის დასაწყისი - 11.00
ტრენინგის დასასრული - 17.00
ტრენინგი მიმართულია როგორც ნებისმიერი რთული ქცევის, ისე ისეთი კომპლექსური და მძიმე ფორმის რთულ ქცევების მართვაზე, რომლებიც როგორც წესი არ ექვემდებარებიან მარტივ მხარდამჭერ სტრატეგიებს და მოითხოვენ მეტად კომპლექსურ მიდგომას.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
** სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რთული ქცევის მქონე ადამიანების მხარდაჭერაზე, ქცევის მართვის გეგმისა და პროგრამების შემუშავებაზე.
** პედაგოგებს (ზოგად საგანმანათლებლო და სპეციალური განათლების, დღის ცენტრების), ფსიქოლოგებს, ბავშვებთან და ზრდასრულებთან მომუშავე პერსონალს, საცხოვრებელი პროგრამის თანამშრომლებს, რთული ქცევის მქონე პირების მშობლებს და ოჯახის წევრებს
ტრენინგის თემატიკა:
** შესავალი: რა არის ქცევა, რა არის რთული ქცევა, რა არის ფუნქციური შეფასება, ფუნქციური შეფასების ფორმები, ქცევაზე მოქმედი ფაქტორები, ძირითადი პრინციპები და ღირებულებები
** ფუნქციური შეფასებისა და ანალიზის სტრატეგიები: ფუქნციური შეფასების ინტერვიუ, სტუდენტზე მიმართული ინტერვიუ, პირდაპირი დაკვირვება, ფუნქციური ანალიზის მანიპულაციები
** ქცევის მხარდამჭერი გეგმის შემუშავება და დანერგვა: ქცევის მხარდამჭერი გეგმის შემუშავების ძირითადი პრინციპები, ქცევის მხარდამჭერი გეგმის წერა, ინტერვენციის პროცედურების შერჩევა და დანერგვა
ტრენინგის შედეგად:
მონაწილეები შეძლებენ შეიმუშავონ ეფექტური, თანმიმდევრული და კომპლექსური პროგრამა ისეთი რთული ქცევის მქონე პირების მხარდასაჭერად, რომლებსაც, რთული ქცევის სიმძაფრის გამო, ხელი ეშლებათ იყვნენ ჩართული საგანმანათლებლო, პროფესიულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეები შეძლებენ ქცევის ისეთი მხარდამჭერი გეგმის შემუშავებას, რომელიც არა მხოლოდ შეამცირებს რთული ქცევის გამოვლენას, არამედ მისცემს ახალი, სოციალურად მისაღები ქცევების ჩამოყალიბების, სოციალური ინკლუზიის, შინაარსიან აქტივობებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას.
წყარო: jobs.ge