en
ge

კონკურსი “ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისათვის”

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.05.2014
  • ბმული: http://cse.ge/?p=1695
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში "ფინანსური მხარდაჭერა სოციალური საწარმოებისთვის”.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული კადრების დასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების შექმნას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს რომლებსაც გააჩნიათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება, ან აქვთ ნათელი წარმოდგენა და შესაძლებლობა ორგანიზაციაში განავითარონ შემოსავლის მომტანი საქმიანობები.
კონკურსანტებმა სააპლიკაციო ფორმაში უნდა დაასაბუთონ მათი ბიზნეს იდეის შესაბამისობა კონკურსის მოთხოვნებთან და წარმოადგინონ დეტალური ფინანსური გათვლები. სააპლიკაციო ფორმას უნდა ჰქონდეს ბიზნეს გეგმის სახე.
პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: apply@csrdg.ge ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.
განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა:
2014 წლის 5 მაისი, 16:00 სთ
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ cse.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა
ტელ: (+995 32) 2399019/18
E-mail: apply@csrdg.ge
საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი
წყარო:cse.ge