"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" G-PAC-ის პროექტი
(www.ewmi-gpac.org/about-g-pac) იწვევს საქართველოში დარეგისტრირებულ პიარისა და მარკეტინგის კომპანიებს, კომპანიების გაერთიანებებსა და ამ დარგის სპეციალისტებისგან შემდგარ არაფორმალურ ჯგუფებს, საგანმანათლებლო პიარ-კამპანიის ჩასატარებლად ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ საგანმანათლებლო პიარ-სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს მოსახლეობაში სამოქალაქო ორგანიზაციების (ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების) იმიჯის გაუმჯობესებისა და ცნობადობის დონის ამაღლებისაკენ. პიარ-კამპანიის ფარგლებში, საზოგადოების ფართო ფენებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენენ, რა ღირებულებებს ემსახურებიან და რა როლი აქვთ სამოქალაქო ორგანიზაციებს.
წერილობითი შეკითხვების მიღების ბოლო ვადა: 22 აპრილი, 2014 წ.
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2014 წ., 17:00 საათი.
წყარო:jobs.ge