en
ge

საველე ჰიდროლოგი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: კივიტას გეორგიკა
  • დაწყების თარიღი: 11.04.2014
  • ბოლო ვადა: 20.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72188/
საერთაშორისო ასოციაცია "კივიტას გეორგიკა" ახორცილებს პროექტს ""წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია საქართველოში", რომელიც ფინანსდება 2014 წლის პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური პროგრამის "თანამშრობლობა განვითარებისთვის" ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მდინარეების შესწავლითი სამუშაოები. ამ მიზნით, "კივიტას გეორგიკა" აცხადებს ვაკანსიას საველე ჰიდროლოგის პოზიციაზე (12 ვაკანსია).
ფუნქცია-მოვალეობები:
** ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო ორკვირიანი ტრეინინგების (06-20 მაისის ჩათვლით რეგიონებში) გავლა.
** საველე აზომვების განხორციელება საქართველოს სხვადასხვა მდინარეზე (ივნისს ივლისის თვეში)
** ანგარიშების წარდგენა პროექტის ხელმძღვანელისთვის;
** ორგანიზაციის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი);
** ინგლისური ან რუსული და ქართული ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** აზომვით ტექნიკასთან მუშაობის უნარი.
ტრენინგი უფასოა. ანაზღაურება მოხდება შესრულებელი სამუშაოს საფუძველზე.
მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე სამოტივაციო წერილთან ერთად, შემდეგ მისამართზე: tsamala@civitas.ge 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ "Field Hydrologist", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება გასაუბრებისთვის მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წყარო:jobs.ge