en
ge

შესყიდვების ოფიცერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ICCN
  • დაწყების თარიღი: 11.04.2014
  • ბოლო ვადა: 18.04.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72244/
ICCN კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების მიზნით იწყებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID მიერ მხარდაჭერილი პროგრამის განხორციელებას:
** ახალი შესაძლებლობები და ახალი ჰორიზონტები ქალებისა და გოგონებისათვის:
** გაუმჯობესებული არჩევანი პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის.
პროგრამის მიზანია 2014-2016 წლებში გენდერული თანასწორობის პრინციპების გაღრმავებისა და გენდერული თანასწორობის პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველყოფა ინოვაციური ინსტუმენტების გამოყენებით (ქალთა ოთახები მუნიციპალიტეტების შენობებში, განათლებისა და კარიერის განვითარების ფონდი), რაც ქალებისა და გოგონების სოციალურ და ეკონომურ მდგომარეობას და პროფესიულ არჩევანს განავითარებს და გააუმჯობესებს ქვემო ქართლასა და სამხცე-ჯავახეთში.
ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი 1994 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება საქართველოში მშვიდობის, ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობის კულტურის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყნებით; კვლევა, შესაძლებლობების ზრდა, ადვოკატირება, დისკუსები და სამოქალაქო განათლება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროგრამა აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ოფიცერის პოზიციაზე.
განაკვეთი: ნახევარი სამუშაო განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გასვლებით სამიზნე რეგიონებში
გამოსაცდელი ვადა: ანაზღაურებადი 2 თვე
ანაზღაურება: 300 $ დარიცხული (Gross)
ანგარიშვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელთან, ფინანსურ ოფიცერთან, დირექტორის მოადგილესთან
სამუშოას აღწერილობა და პასუხისმგებლობები:
** შესყიდვების მომზადება ორგანიზაციის შესყიდვების სახელმძღვანელოში გაწერილი წესების მიხედვით და USAID სტანდარტების დაცვით
** შესყიდვების განსახორციელებლად ყველა აუცილებელი დოკუმენტის მომზადება
** ტენდერების მომზადება, ჩატარება და ანგარიშის მომზადება
** შესყიდვების განხორციელება
კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში, ფინანსებში ან ტექნიკურ დარგებში
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და ენების ცოდნა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** შესყიდვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა
** შესყიდვების მარეგულირებელი დონორის წესებისა და პროცედურების ცოდნა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, ელექტრონულად გამოაგზავნოთ დოკუმენტები შემდეგი მისამართზე office@iccn.ge:
** სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე)
** CV
** სარეკომენდაციო წერილი.
თავფურცელზე უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და ვაკანტური პოზიციის დასახელება - "შესყიდვების ოფიცერი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2014 წლის 18 აპრილი (18:00 სთ). დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ მიიღება. ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს. სატელეფონო ზარები ინფორმაციის მიღების მიზნით არ მიიღება.
წყარო:jobs.ge