en
ge

ბანაკის ლიდერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 11.04.2014
  • ბოლო ვადა: 11.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72246/
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ბანაკის ლიდერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** 14-18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან უმაღლესდამთავრებული;
** სასურველია ბანაკის გამოცდილება;
** კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვის ან მონაწილეობის გამოცდილება.
მოვალეობები:
** ბანაკის პროექტის, ასევე, ქცევის სავალდებულო ზოგადი წესების ზედმიწევნითი ცოდნა;
** მონაწილეობის მიღება ლიდერთა მოსამზადებელ საკოორდინაციო შეხვედრებში;
** ათდღიანი პროგრამის ზედმიწევნით ცოდნა და განხორციელება
** ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება (მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), ზედამხედველობა, მონიტორინგი და ნაკადის ბოლოს ბანაკის საწყობის უფროსისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა
** ბანაკის ტერიტორიის შესწავლა საფრთხის შემცველი ადგილების გაცნობა და შესაბამისი პრევენციული ზომების გათვალისწინება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
** ჯგუფის კუთხის გამოვლენა და მოწყობა (მონაწილეებთან ერთად);
** ბანაკის უფროსსა და ლიდერების მენეჯერთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
** ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა თუ ჯგუფში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
** ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
** ბანაკის პროგრამის ჩატარება შეთანხმებული გეგმის მიხედვით;
** ჯგუფის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
** ბანაკის პროგრამის და მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
** ფუნქციების გადანაწილების შემდგომ სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
** საკუთარი ჯგუფისათვის ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმების, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა;
** ბანაკის წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის დაცვა, ასევე, დისციპლინის დამყარება ჯგუფში;
** ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ სავალდებულო წესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** ბანაკის რომელიმე მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების ნებისმიერი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება, როდესაც საკითხი ეხება ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობას: მედიკამენტის არგაცემა ბანაკის მონაწილეზე ექიმის ნებართვის გარეშე;
** მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც დღისით და პროგრამის მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, დავალებისამებრ, ასევე, ღამის საათებში;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა.
უნარები:
** ჯგუფთან საერთო და ინდივიდუალური სამუშაოების ჩატარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტიანად მიღების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიულობა,
** კონფლიქტების მოგვარების უნარი
** უკონფლიქტო
საჭირო დოკუმენტაცია:
** CV
** ფოტოსურათი
** ცნობა უმაღლესი სასწავლებიდან ან დიპლომის ასლი
** პირადობის მოწმობის ასლი
** ჯანმრთელობის ცნობა
** ნასამართლობის ცნობა
** ცნობა ნარკოლოგიურიდან
ლიდერები ირჩევიან დაბა ანაკლიის "მომავლის ბანაკისთვის" (ზაფხულის პერიოდში)
შერჩევის ეტაპები:
** ჯგუფური გასაუბრება
** ტრენინგი
** ტრენინგის შემდგომი ტესტირება
** ათდღიანი საგამოცდო პროგრამა ანაკლიაში
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: shkuprashvili@cync.ge
წყარო:jobs.ge