en
ge

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა - აზერბაიჯანი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია
  • დაწყების თარიღი: 14.04.2014
  • ბოლო ვადა: 14.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72304/
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას აზერბაიჯანში (ბაქო).
პერიოდი: 4-11 მაისი, 2014 წ.
პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტრეინინგი შემუშავებულია ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფორმალური და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:
** ფორმალური და არაფორმალური განათლება ახალგაზრდებში
** ევროპული მოქალაქეობა
** ახალგაზრდების ჩართულობა
** ევროპული იდენტობა
** კომუნიკაცია.
პროექტში მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, იტალია, რუმინეთი, აზერბაიჯანი,მოლდოვა, უკრაინა და ესპანეთი.
პროგრამის ღირებულება შეადგენს 300 ევროს. ღირებულება მოიცავს:
** პროგრამაში მონაწილეობას
** სასტუმროს ხარჯებს (იხილეთ სასტუმრო ლინკზე: http://www.montinnhotel.az/en.html)
** კვებას
** ექსკურსიას
** მგზავრობის ხარჯს (ორივე გზა)
** საერთაშორისო სერტიფიკატს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: eyo.exchange@gmail.com
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2014 წ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მობრძანდით ჩვენს ოფისში: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს გვერდით) ან დაგვიკავშირდით:
ტელ: 570 104104, 555 355119
ვებ-გვერდი: www.newuni.edu.ge
წყარო: jobs.ge