"გ. ხუციშვილის სახელობის კონფლიქტების მართვისა და პრევენციის სამხრეთ კავკასიური სკოლა", კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი, იწყებს საპილოტო პროექტის მეორე ეტაპს სახელწოდებით: "გ. ხუციშვილის სახელობის კონფლიქტების მართვისა და პრევენციის სამხრეთ კავკასიური სკოლა".
პროექტის მიზანია, შექმნას ახალი სივრცე, სფეროს ექსპერტებისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, პირველი ორი ეტაპისგან განსხვავებით მესამე ეტაპისთვის ვიწვევთ ჟურნალისტებს, რომლებსაც აინტერესებთ კონფლიქტების სფერო, მოღვაწეობენ ან აპირებენ ამ თემებზე იმუშაონ სამომავლოდ.
პროექტის ამოცანა: გამოავლინოს სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კვალიფიკაციის ამაღლებით.
სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს:
** რეგიონში კონფლიქტოლოგიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის (იგულისხმება ყველა განშტოება/მიმართულება) განვითარება/პოპულარიზაციას
** გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ახალგაზრდა თაობისთვის, რაც უფრო დინამიკურს გახდის სფეროში თაობებს შორის თანამშრომლობასა და თაობათა ცვლას.
** სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ექსპერტების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
საპილოტო პროგრამა გულისხმობს:
** 7 დღიან სასწავლო კურსს
** 7 დღიდან თითოეული დღე მიეძღვნება ერთ ექსპერტს და, შესაბამისად, ექსპერტის მიერ შერჩეულ საკითხს.
** 7 დღიანი კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი ("მოისმინა/გაიარა"-კვალიფიკაციით)
** გასაუბრების შედეგად შექმნილ ჯგუფს ყველა "საგანში" დაურიგდება (ელექტრონული სახით) ლექციისთვის მოსამზადებელი საკითხავი მასალა (კომპილირებული სახით ან ვებ მისამართების მინიშნებით).
მსმენელთა რაოდენობა ერთ კურსზე მაქსიმუმ 10 სტუდენტი
ლექციის ხანგრძლივობაა 6 საათი (11:00-დან 17:00 საათამდე) დაწყების პერიოდი 24 აპრილიდან.
ყოველი სალექციო დღე მოიცავს:
** სალექციო ნაწილს
** შესვენებებს ყავითა და სადილით
** ქეისების განხილვას
** ღია დისკუსიას
მასტერ კლასები მიეძღვნება შემდეგ საკითხებს:
** ეკონომიკური უსაფრთხოება;
** კავკასიის კონფლიქტები;
** კონფლიქტების პრევენცია და დარეგულირება;
** ქართულ-აფხაზური სამართლებრივი ურთიერთობები
** მასტერ-კლასებს ჩაატარებენ საქართველოში ცნობილი სფეროს ექსპერტები, რომელთა შესახებაც ინფორმაციას და კონკრეტული სალექციო კურსის დასახელებებს შერჩეული სტუდენტები მიიღებენ სწავლის დაწყებამდე.
მოთხოვნები აპლიკანტებისადმი:
** მაგისტრატურის სტუდენტი ან მაგისტრის ხარისხით ახალგაზრდა სპეციალისტი
** კონფლიქტოლოგიით დაინტერესება და ამ სფეროში სამომავლოდ მუშაობის სურვილი
** უწყვეტი 7 დღის განმავლობაში ლექციებზე დასწრების შესაძლებლობა (საჭიროების შეთხვევაში ორგანიზაცია კანდიდატს უზრუნველყოფს ოფიციალური წერილით გათავისუფლებისთვის საჭიროებისამებრ წარსადგენად)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** შესაძლებლობა და მზაობა გაეცნოს საჭირო ლიტერატურას.
** აღნიშნული 7 დღიანი კურსის მსმენელთათვის უფასოა!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგზავნოთ თქვენი CV და მოტივაციის წერილი შემდეგ მისამართზე office@iccn.ge და დანიშნულებაში მიუთითოთ სიტყვა "სკოლა".
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 21 აპრილი (18:00 საათამდე). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წყარო: jobs.ge