ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" აცხადებს განაცხადების კონკურსს, რომლის მიზანია სოციალური საწარმოების დაარსება (ქუთაისში, ტყიბულსა, წყალტუბოში). აღნიშნული კონკურსი ტარდება პროექტის "სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის მონაწილეებისათვის, რომლებიც დაესწრნენ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სავალდებულო ტრეინინგებს, საგრანტო განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია თანდართული დოკუმენტების სახით.
განაცხადის ფორმა ასევე ხელმისაწვდომია ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში"-ს ქუთაისის ოფისში.
განაცხადები უნდა წარმოადგინოთ ნაბეჭდი და ელექტრონული სახით (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში"-ს ქუთაისის ოფისში, მისამართი: სოლომონ I-ის ქუჩა 27, არა უგვიანეს 7 მაისის 17:00 საათისა. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტები და მასალები განმცხადებლებს არ დაუბრუნდებათ.
წყარო: jobs.ge