en
ge

ტენდერი ტრენინგების ჩატარებაზე - ბავშვები და ახალგაზრდები

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: World Vision
  • დაწყების თარიღი: 15.04.2014
  • ბოლო ვადა: 06.05.2014
  • ბმული: http://jobs.ge/72412/
"World Vision საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ტრენინგების ჩატარებაზე "საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის" წევრი ორგანიზაციებისათვის. ტრენინგების მიზანია, კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვის არსებული სისტემის ეფექტურად განვითარებას.
კოალიცია მუშაობს 4 თემატური მიმართულებით: 1) პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების განვითარება; 2) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები; 3) ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისა და უგულებელყოფისგან; 4) ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების პრობლემები.
პროექტის აღწერილობა:
"საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი 4 მიმართულებით:
1) ადვოკატირება
2) თანხების მოძიება
3) მარკეტინგი, კომუნიკაცია და PR
4) ეფექტური კოალიცია და კავშირების გაუმჯობესება.
ტრენერი პასუხისმგებელია სატრენინგო ფართის მოძიებაზე, მონაწილეთა ლანჩსა და სატრენინგო მასალების მიწოდებაზე.
პროექტის განხორციელების ადგილი: თბილისი.
თითეული მიმართულების ტრენინგზე მონაწილეთა რაოდენობა: 25 ადამიანი.
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე (1 ივნისი, 2014 - 1 ივლისი, 2014).
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს. შესაძლებელია, რომ სატენდერო წინადადება წარმოდგენილ იქნას ერთ ან რამდენიმე ტრენინგ მიმართულებაზე ერთდროულად.
ტენდერში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინოთ დოკუმენტაცია დალუქული პაკეტით. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
1. სატენდერო შემოთავაზება:
** ბიუჯეტი - ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული ტრენინგ მიმართულებაზე ცალ-ცალკე ლარში, დღგ-ის გარეშე (გთხოვთ, წარმოადგინოთ დეტალური ბიუჯეტი - ლანჩის, მასალების, ჰონორარის, დარბაზის ქირის მითითებით).
** ტრენინგის მოდულები.
** იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის/კომპანიის/ ინდივიდუალური პირის სრული დასახელება, საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
** მისამართი, ტელეფონი
** საბანკო რეკვიზიტები
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
4. ცნობა, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
5. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
6. სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები არ ჩაითვლება მისაღებად და არ დაიშვება შეფასებისთვის, თუ პრეტენდენტები დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ მითითებულ ყველა ცნობასა და ინფორმაციას და/ან რომელიმე მათგანი აღმოჩნდება ყალბი. სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი არ განიხილება.
კონვერტი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყოველდღე, 9:00-დან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, შემდეგ მოსამართზე:
"World Vision" თბილისის ოფისი
იმედაშვილის ქუჩა 18/17
საკონტაქტო პირი: ირინა გრძელიძე, პროგრამების ოფიცერი
ტელ: (032) 2 157515
საბუთების ჩაბარების ბოლო ვადაა 2014 წლის 6 მაისი, 18:00 საათი. დაგვიანებული დოკუმენტები არ მიიღება.
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ " ტრენინგები საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის".
წყარო:jobs.ge